არღვლიანი: ჩვენი შვილების თაობა რუსული ენით უნდა დავაინტერესოთ

გამოწერა
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მიეძღვნა, განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოში ახალგაზრდა თაობაში რუსული ენისადმი ინტერესის შენარჩუნება იყო.
არღვლიანი: ჩვენი შვილების თაობა რუსული ენით უნდა დავაინტერესოთ
იურისტმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტმა ნატა არღვლიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსული ენა, ინგლისურ და სხვა უცხო ენებთან ერთად, კვლავ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქართველი მოსწავლეებისთვის.
არღვლიანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა აქტიურად ეუფლება ინგლისურ ენას, ფართოდ იყენებს ინგლისურენოვან საინფორმაციო რესურსებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს.
„მე ერთი-ორი თვის წინ მქონდა ოლისოვთან (დმიტრი ოლისოვი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი - რედ.) შეხვედრა. მას მოვუყევი რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა ასობით ამერიკელი და ინგლისელი სპეციალისტი, რომლებიც ბავშვებს ასწავლიდნენ ინგლისურ ენას. კარგი იქნება რაღაც ცენტრივით გაიხსნას, რათა ბავშვს, რომელიც რუსულად საუბრობს, ინტერესი ჰქონდეს. ჩემი შვილების თაობა ერთმანეთში ინგლისურად საუბრობს და რუსული არ ესმის. აჩვენი შვილების თაობა უნდა დავაინტერესოთ აუცილებლად“, - განაცხადა არღვლიანმა.
არღვლიანმა მუშაობის ერთ-ერთ შესაძლო მიმართულებად საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა და რუსული ენის უფასო შემსწავლელი პროგრამების დანერგვა დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0