ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია: დეტალები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი კორპუსები საბურთალოზე
საცხოვრებელი კორპუსები საბურთალოზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის გია ძლიერაშვილი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შემთხვევა გუშინ, 11 ნოემბერს თბილისში, დიდუბის რაიონში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ორ პირს – ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელ კორპუსში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მედიის ინფორმაციით, მკვლელობა დიდუბეში ბინის გამო მოხდა. კერძოდ, მოკლულ ცოლ-ქმარსა და ძლიერაშვილს შორის დავის საგანი საბურთალოზე მდებარე 227 კვ მ ბინა იყო.
ტელეკომპანიის ვერსიით, ქონება მოკლულმა ნანა ფირანიშვილმა იძულებითი აუქციონის გზით გადაიფორმა, თუმცა სახლიდან ძლიერიშვილების გამოსახლეობას ვერ ახერხებდა. ყოფილი მფლობელი ნანა ფირანიშვილსა და მის მეუღლეს, სოსო სუჯაშვილს კორპუსის სადარბაზოში ჩაუსაფრდა და ორივეს ავტომატური იარაღიდან ესროლა.
62 წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა, სავარაუდოდ, დანაშაულის ადგილზე მარტო არ იმყოფებოდა და მასთან ერთად იყო კიდევ ერთი პირი, რომელიც სიტუაციას კორპუსის გარეთ აკონტროლებდა, ხოლო თავად დაკავებული ლიფტთან იყო შეიარაღებული ჩასაფრებული.
ცოლ-ქმარი ავეჯის სახლ "საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ "საბადან" სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაზოს ლიფტთან მათ შეიარაღებული პირი დახვდათ.
დაკავებულს ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0