https://sputnik-georgia.com/20261112/abu-dabisi-merab-dvalisvilze-tavdasxmas-tbilissi-gamoexmaurnen-301688775.html
აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას თბილისში გამოეხმაურნენ
აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას თბილისში გამოეხმაურნენ
Sputnik საქართველო
11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს ჩაწერის დროს, ქართველ მებრძოლსა და მის მეგობარ საბა ლაზიშვილს რამდენიმე დაღესტნელი მებრძოლი დაესხა თავს. 12.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-12T16:11+0400
2026-11-12T16:11+0400
2026-11-12T16:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_30ab2a8de3afacb93ccf5aaa620de20a.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. აბუ-დაბიში UFC-ის ზემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონზე, მერაბის დვალიშვილსა და მის მეგობარზე დაღესტნელი მებრძოლების მიერ თავდასხმას თბილისის მერი და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა და მომხდარს მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი უწოდა.ოთხშაბათს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს. ბოლო ცნობებით, ჩხუბის ყველა მონაწილე, მათ შორის თავდასხმის ობიექტი ქართველები, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, პოლიციაში გადაიყვანეს.აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ცოტნეც. "მერაბ, გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენ წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება", – ცოტნე ივანიშვილმა. მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა.„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენ დაჩაგვრას.კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა ბერა ივანიშვილმაც გამოუცხადა.მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში, ეტიჰად არენაზე, ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე მარლონ მორაესს უნდა დაპირისპირებოდა. ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო უსმანის ძმას, უმარ ნურმაგომედოვსაც, რომელიც ასევე მონაწილეობდა კონფლიქტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_25:0:1164:854_1920x0_80_0_0_42e343da22138045d6533117178aac8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, კახა კალაძე , ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, კახა კალაძე , ბიძინა ივანიშვილი
აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას თბილისში გამოეხმაურნენ
11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს ჩაწერის დროს, ქართველ მებრძოლსა და მის მეგობარ საბა ლაზიშვილს რამდენიმე დაღესტნელი მებრძოლი დაესხა თავს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. აბუ-დაბიში UFC-ის ზემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონზე, მერაბის დვალიშვილსა და მის მეგობარზე დაღესტნელი მებრძოლების მიერ თავდასხმას თბილისის მერი და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა და მომხდარს მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი უწოდა.
ოთხშაბათს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს. ბოლო ცნობებით, ჩხუბის ყველა მონაწილე, მათ შორის თავდასხმის ობიექტი ქართველები, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, პოლიციაში გადაიყვანეს.
„მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში. ეს არის სრულიად მიუღებელი და სამარცხვინო საქციელი! მერაბ, შენ გვერდით ვართ!" – დაწერა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში.
აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ცოტნეც.
"მერაბ, გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენ წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება", – ცოტნე ივანიშვილმა.
მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა.
„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენ დაჩაგვრას.კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.
მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა ბერა ივანიშვილმაც გამოუცხადა.
მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში, ეტიჰად არენაზე, ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე მარლონ მორაესს უნდა დაპირისპირებოდა. ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო უსმანის ძმას, უმარ ნურმაგომედოვსაც, რომელიც ასევე მონაწილეობდა კონფლიქტში.