https://sputnik-georgia.com/20261111/zaxarovam-abudabishi-eropul-jgups-turistuli-uwoda-301673584.html
ზახაროვამ აბუ-დაბიში ევროპულ ჯგუფს „ტურისტული" უწოდა
ზახაროვამ აბუ-დაბიში ევროპულ ჯგუფს „ტურისტული" უწოდა
Sputnik საქართველო
კუშნერი და უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად 12 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრებიან 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T20:07+0400
2026-11-11T20:07+0400
2026-11-11T20:07+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
აშშ
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281270342_0:0:2915:1640_1920x0_80_0_0_a3222e436e8c90bad8c4247a3eeeb562.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ევროპულ რეჟიმებს უკრაინის საკითხზე რუსეთი-აშშ-უკრაინის ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდასთან არაფერი ესაქმებათ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.ზახაროვამ ასეთი პასუხი გასცა РИА Новости-ის კითხვას მრავალეროვნული ძალების პირველი სამხედრო სწავლების შესახებ, რომელიც ე.წ. „მსურველთა კოალიციამ“ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების წინა დღეს ჩაატარა.მისი თქმით, ამ მანევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ევროპულ რეჟიმებს უბრალოდ... ასეთი არასრულყოფილი მიდგომით, ასეთი არასრულყოფილი მენტალიტეტით, ამ (მოლაპარაკებების - Sputnik) მაგიდასთან არაფერი ესაქმებათ“.მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წვრთნები მიზნად ისახავდა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ უკრაინაში ევროპული სამხედრო კონტინგენტის განლაგების პრაქტიკას. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის.ზახაროვამ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ჩავიდნენ აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დღეებში, „არცთუ ისე წარმომადგენლობით“ და „ტურისტულ“ ჯგუფად შეაფასა.10 ნოემბერს აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებები თითქმის 4 საათი გაგრძელდა და 11 ნოემბერს განახლდა. გუშინ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პროცესი ევროპელების მონაწილეობის გარეშე წარიმართება.ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივენ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. მისი თქმით, ისინი აპირებენ რუსულ მხარესთან ერთად განიხილონ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვის შესაძლებლობა.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281270342_186:0:2915:2047_1920x0_80_0_0_06bc9124fdfc2ac928456204959559ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ , ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , აშშ , ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა
ზახაროვამ აბუ-დაბიში ევროპულ ჯგუფს „ტურისტული" უწოდა
კუშნერი და უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად 12 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრებიან
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ევროპულ რეჟიმებს უკრაინის საკითხზე რუსეთი-აშშ-უკრაინის ფორმატში მოლაპარაკებების მაგიდასთან არაფერი ესაქმებათ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ზახაროვამ ასეთი პასუხი გასცა РИА Новости-ის კითხვას მრავალეროვნული ძალების პირველი სამხედრო სწავლების შესახებ, რომელიც ე.წ. „მსურველთა კოალიციამ“ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების წინა დღეს ჩაატარა.
მისი თქმით, ამ მანევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ევროპულ რეჟიმებს უბრალოდ... ასეთი არასრულყოფილი მიდგომით, ასეთი არასრულყოფილი მენტალიტეტით, ამ (მოლაპარაკებების - Sputnik) მაგიდასთან არაფერი ესაქმებათ“.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წვრთნები მიზნად ისახავდა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ უკრაინაში ევროპული სამხედრო კონტინგენტის განლაგების პრაქტიკას. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის.
ზახაროვამ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ჩავიდნენ აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების დღეებში, „არცთუ ისე წარმომადგენლობით“ და „ტურისტულ“ ჯგუფად შეაფასა.
10 ნოემბერს აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებები თითქმის 4 საათი გაგრძელდა და 11 ნოემბერს განახლდა. გუშინ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პროცესი ევროპელების მონაწილეობის გარეშე წარიმართება.
ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივენ უიტკოფი 12 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. მისი თქმით, ისინი აპირებენ რუსულ მხარესთან ერთად განიხილონ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვის შესაძლებლობა.