ზახაროვა: საქართველოს მიმართ გამოიყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მთელი ნაკრები

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ რუსულ მხარეს წინასწარ გაეფრთხილებინა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შესახებ.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მიმართ გამოიყენება მოქმედებათა მთელი ნაკრები, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც შიდა საქმეებში ჩარევა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თბილისში 2024 წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „Sputnik საქართველოს“ კითხვის პასუხად.
კითხვა ეხებოდა იმას, იყო თუ არა შესაძლებელი, რომ რუსულ მხარეს წინასწარ გაეფრთხილებინა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შესახებ.
„ჩვენ აქტიურად ვაკეთებდით კომენტარს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში მოვლენების მიმდინარეობისას. ვამბობდით, რომ სუვერენული სახელმწიფოს — საქართველოს მიმართ გამოიყენება მოქმედებათა მთელი ნაკრები, რომელიც ხასიათდება როგორც შიდა საქმეებში ჩარევა, საქართველოს ანტიქართულ ნარატივებში ჩასმის მცდელობა. ვინაიდან ყველაფერი, რაც ხდებოდა მიმართული იყო, პირველ რიგში, სწორედ თავად საქართველოს მოქალაქეების ნების გამოხატვის წინააღმდეგ“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვის პოზიცია ფაქტებს ეყრდნობოდა.
„ჩვენ ღიად, ფაქტებით ვსაუბრობდით. კერძოდ, სწორედ იმ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მაგალითზე, თუ როგორ მანიპულირებდა დასავლეთი ამ პრობლემატიკით, ერეოდა რა საქართველოს შიდა საქმეებში, ცდილობდა ამ კანონის გაუქმებას, ხოლო შემდეგ ამ თემის გამოყენებას იმისთვის, რომ სიტყვასიტყვით, გარკვეულწილად ორგანიზება გაეწია და ემართა საპროტესტო განწყობები, აბსოლუტურად ხელოვნური გზით გაეღვივებინა პროცესები იქ, სადაც ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა“, — განაცხადა ზახაროვამ
დსთ-ის ქვეყნებიდან კოლეგებთან შეხვედრაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა. თავის მხრივ, ამ თეზისს საქართველოს მთავრობა ხშირად იმეორებს.
2024 წელს საქართველო საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. პროტესტი გაზაფხულზე, ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ დაიწყო. მოგვიანებით, შემოდგომაზე, აქციები უკვე საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ეხებოდა, ნოემბრის ბოლოს კი ქვეყანაში დაიწყო მასობრივი პროტესტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თემა.
საქართველოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0