https://sputnik-georgia.com/20261111/uaqcizo-sigarettan-brzola-301649223.html
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: ოქტომბრის მონაცემები
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: ოქტომბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
კონტრაბანდული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 119.724 მლნ ლარი შეადგინა. 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T16:25+0400
2026-11-11T16:25+0400
2026-11-11T16:25+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_0:13:2049:1165_1920x0_80_0_0_b092d440d8aed830451788cff0bb8a0c.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2026 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 პირი დაკავებულია. დანაშაულში მხილებული პირებისგან მთლიანობაში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 19.640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 119.724 ლარია. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249187344_238:0:1809:1178_1920x0_80_0_0_fcb63df73eb573fd18da6325c4d278b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა: ოქტომბრის მონაცემები
კონტრაბანდული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 119.724 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2026 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 პირი დაკავებულია.
დანაშაულში მხილებული პირებისგან მთლიანობაში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 19.640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 119.724 ლარია.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე. მას შემდეგ შემოსავლების სამსახური ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანა–რეალიზაციაზე განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს.