თბილისში რიგით 24-ე საერთაშორისო აგროგამოფენა გაიმართება

© Sputnik / Levan Avlabreliსაგამოფენო ცენტრი EXPO Georgia
საგამოფენო ცენტრი EXPO Georgia - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
საერთაშორისო სექტორს წარმოადგენენ ცნობილი ბრენდები, მათ შორის კორეიდან, ნიდერლანდებიდან და იტალიიდან.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე, 13-14 ნოემბერს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის რიგით 24-ე გამოფენა Agro Food Expo Georgia 2026 გაიმართება, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გამოფენის მიზანს ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარების, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციისა და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს.
გამოფენა დამთვალიერებელს 10:00-18:00 საათის პერიოდში უმასპინძლებს - წელს მასში 8 ქვეყნის 100-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
პროდუქციისა და მომსახურების პრეზენტაციების გარდა, Agro Food Expo 2026 ასევე უმასპინძლებს სასოფლო-სამეურნეო ფორუმს. საგამოფენო პავილიონში გაიმართება რიგი შეხვედრები, რომელიც მიეძღვნება ფერმერების ყოველდღიურ საჭიროებებსა და ინდუსტრიის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებს.
ღონისძიება გააერთიანებს აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს და მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, წარმოების ახალი შესაძლებლობებისა და დარგის გამოწვევების განხილვის პლატფორმას შესთავაზებს.
გამოფენა მოიცავს სრულ აგროსასურსათო ჯაჭვს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ნიადაგის დამუშავებისა და მორწყვის სისტემებს, მეცხოველეობას, კვებისა და სასმელების წარმოებას, ასევე გადამამუშავებელ და შესაფუთ ტექნოლოგიებს.
გამოფენის კურატორის ნინო გამრეკელის განცხადებით, საერთაშორისო სექტორს წარმოადგენენ ცნობილი ბრენდები, მათ შორის კორეიდან (ცხრა კომპანია), ნიდერლანდებიდან და იტალიიდან. გამოფენა, ძირითადად, B2B შეხვედრებზე იქნება ორიენტირებული და ამ სფეროს პროფესიონალებს პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება.
ყველა ახალი ამბავი
0