საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს სამკაულები
ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 64 ათას ლარს აჭარბებს
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის" მებაჟე-ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 363 გრ ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64,992 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 3 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 20,075 ლარით დაჯარიმდა.
ყველა ახალი ამბავი
0