https://sputnik-georgia.com/20261111/ramdenit-gaizarda-sapensio-aqtivebi-301630004.html
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ოქტომბრის მონაცემები
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ოქტომბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
საპენსიო ფონდის ინფორაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის, ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T11:37+0400
2026-11-11T11:37+0400
2026-11-11T11:37+0400
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1d1398cbfdf91e95b2ef7e7a8c7a3084.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 31 ოქტომბრის მდგომარეობით 10,2 მლრდ ლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო ფონდის განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,78 მლნ ადამიანია ჩართული. აქედან დაგროვებითი პენსიით ამ პერიოდისთვის ისარგებლა 38 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 201,6 მლნ ლარი.საპენსიო ფონდის ინფორაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის, ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.უწყების ცნობით, საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის ათი თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს. რეალური შემოსავლიანობა, ინფლაციის გათვალისწინებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ასეთია:ოქტომბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0,14%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0,59%-ით და 1,34%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეასუსტა. ფონდის განცხადებით, მიუხედავად ოქტომბრის თვის სუსტი შედეგისა, დინამიკური პორტფელი, შექმნის დღიდან გაწლიურებული შემოსავლიანობით, კვლავ ლიდერობს 12,86%-იანი ნომინალური მაჩვენებლით, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შესაბამისი მაჩვენებლები კი 12,21% და 10,16% არის. დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_14a5cddcb2a86be434fd0d81553983cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა საპენსიო აქტივები საქართველოში - ოქტომბრის მონაცემები
საპენსიო ფონდის ინფორაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის, ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 31 ოქტომბრის მდგომარეობით 10,2 მლრდ ლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო ფონდის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1,78 მლნ ადამიანია ჩართული. აქედან დაგროვებითი პენსიით ამ პერიოდისთვის ისარგებლა 38 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 201,6 მლნ ლარი.
საპენსიო ფონდის ინფორაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის, ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.
უწყების ცნობით, საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის ათი თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს.
რეალური შემოსავლიანობა, ინფლაციის გათვალისწინებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ასეთია:
კონსერვატიული პორტფელი: 8,60% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 2,85%)
დაბალანსებული პორტფელი: 8,11% (რეალური: 2,38%)
დინამიკური პორტფელი: 7,41% (რეალური: 1,72%)
ოქტომბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0,14%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0,59%-ით და 1,34%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეასუსტა.
ფონდის განცხადებით, მიუხედავად ოქტომბრის თვის სუსტი შედეგისა, დინამიკური პორტფელი, შექმნის დღიდან გაწლიურებული შემოსავლიანობით, კვლავ ლიდერობს 12,86%-იანი ნომინალური მაჩვენებლით, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შესაბამისი მაჩვენებლები კი 12,21% და 10,16% არის.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.