https://sputnik-georgia.com/20261111/ragbis-nakrebma-niderlandebi-daamarcxa-301646788.html
რაგბი: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
რაგბი: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
Sputnik საქართველო
ფინალში, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ესპანეთისა და ჩეხეთის წყვილში გამარჯვებული იქნება. 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T10:27+0400
2026-11-11T10:27+0400
2026-11-11T10:48+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_daa152c8a56f2254d162a3f8be30f261.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 18-წლამდელთა რაგბის ნაკრებმა ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 24:19 დაამარცხა და ფინალში გავიდა.უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს, მეტოქეს სამი ლელო დაუდეს (ნიდერლანდებმა ერთი ლელო მიითვალეს) და პირველი ნახევარი 19:7 მოიგეს.მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში კიდევ გაზარდა, თუმცა მატჩის ბოლომდე ნიდერლანდელებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს, სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქის შეტევები მოიგერია და ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეთერთმეტედ მოიპოვა.ქართველებიდან ლელოები საბა მერებაშვილმა, ლუკა ჭაკუამ, გიორგი ბერძენიშვილმა და მათე ბერუაშვილმა დადეს, ჭაკუამ ზუსტად ორი გარდასახვა დაარტყა.ფინალში, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ესპანეთისა და ჩეხეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_106:0:1790:1263_1920x0_80_0_0_ea305377f340520d60b8dcc0a6417c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა
10:27 11.11.2026 (განახლებულია: 10:48 11.11.2026) ფინალში, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ესპანეთისა და ჩეხეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.
თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 18-წლამდელთა რაგბის ნაკრებმა ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 24:19 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს, მეტოქეს სამი ლელო დაუდეს (ნიდერლანდებმა ერთი ლელო მიითვალეს) და პირველი ნახევარი 19:7 მოიგეს.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში კიდევ გაზარდა, თუმცა მატჩის ბოლომდე ნიდერლანდელებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს, სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქის შეტევები მოიგერია და ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეთერთმეტედ მოიპოვა.
ქართველებიდან ლელოები საბა მერებაშვილმა, ლუკა ჭაკუამ, გიორგი ბერძენიშვილმა და მათე ბერუაშვილმა დადეს, ჭაკუამ ზუსტად ორი გარდასახვა დაარტყა.
ფინალში, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ესპანეთისა და ჩეხეთის წყვილში გამარჯვებული იქნება.