https://sputnik-georgia.com/20261111/putinma-kremlshi-csto-samiti-gaxsna-301669433.html
პუტინმა კრემლში CSTO-ის სამიტი გახსნა
პუტინმა კრემლში CSTO-ის სამიტი გახსნა
Sputnik საქართველო
სამიტის შედეგად ლიდერები ხელს მოაწერენ არაერთ დოკუმენტს, მათ შორის შემაჯამებელ დეკლარაციასა და 2030 წლამდე CSTO-ს ანტიტერორისტულ სტრატეგიას. 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T22:00+0400
2026-11-11T22:00+0400
2026-11-11T22:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/1b/301393681_0:150:3108:1898_1920x0_80_0_0_98ac5c542b2bc79ea64cfdf5fbc409dd.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (CSTO) კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გახსნა, იუწყება РИА Новости.სხდომა ვიწრო შემადგენლობით დაიწყო. მოსკოვის სამიტზე ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები – ალექსანდრ ლუკაშენკო, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ემომალი რახმონი და სადირ ჟაპაროვი ჩავიდნენ.მონაწილეები განიხილავენ თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებებს, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის ღონისძიებებს, აგრეთვე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საჰაერო თავდაცვის ორგანიზებასა და საავიაციო ძალების განვითარებას.მოსალოდნელია, რომ სამიტის შედეგად ლიდერები ხელს მოაწერენ არაერთ დოკუმენტს, მათ შორის შემაჯამებელ დეკლარაციასა და 2030 წლამდე CSTO-ს ანტიტერორისტულ სტრატეგიას. როგორც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, დღის წესრიგში ასევე შეტანილია სომხეთის მიმართ ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის დებულებების გამოყენების საკითხი.ამ მუხლის თანახმად, ორი წლის განმავლობაში საწევრო შენატანების გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, განიხილონ ქვეყნისთვის ხმის უფლების ჩამორთმევისა და კვოტირებულ თანამდებობებზე საკუთარი მოქალაქეების წარდგენის უფლების შეჩერების საკითხი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/1b/301393681_189:0:2920:2048_1920x0_80_0_0_df53137bb30a61a326752906977dd81c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პუტინმა კრემლში CSTO-ის სამიტი გახსნა
სამიტის შედეგად ლიდერები ხელს მოაწერენ არაერთ დოკუმენტს, მათ შორის შემაჯამებელ დეკლარაციასა და 2030 წლამდე CSTO-ს ანტიტერორისტულ სტრატეგიას.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (CSTO) კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გახსნა, იუწყება РИА Новости.
სხდომა ვიწრო შემადგენლობით დაიწყო. მოსკოვის სამიტზე ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები – ალექსანდრ ლუკაშენკო, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ემომალი რახმონი და სადირ ჟაპაროვი ჩავიდნენ.
მონაწილეები განიხილავენ თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებებს, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის ღონისძიებებს, აგრეთვე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საჰაერო თავდაცვის ორგანიზებასა და საავიაციო ძალების განვითარებას.
მოსალოდნელია, რომ სამიტის შედეგად ლიდერები ხელს მოაწერენ არაერთ დოკუმენტს, მათ შორის შემაჯამებელ დეკლარაციასა და 2030 წლამდე CSTO-ს ანტიტერორისტულ სტრატეგიას.
როგორც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, დღის წესრიგში ასევე შეტანილია სომხეთის მიმართ ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის დებულებების გამოყენების საკითხი.
ამ მუხლის თანახმად, ორი წლის განმავლობაში საწევრო შენატანების გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, განიხილონ ქვეყნისთვის ხმის უფლების ჩამორთმევისა და კვოტირებულ თანამდებობებზე საკუთარი მოქალაქეების წარდგენის უფლების შეჩერების საკითხი.