https://sputnik-georgia.com/20261111/piltvis-kibos-skriningi-10000-moqalaqem-chaitara-301651211.html
კალაძე: პროგრამის ამოქმედებიდან ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა
კალაძე: პროგრამის ამოქმედებიდან ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა
Sputnik საქართველო
პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T17:00+0400
2026-11-11T17:00+0400
2026-11-11T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10,088 მოქალაქეს დაუფინანსდა, ჩატარებული კვლევის მიხედვით 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მიეცა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა თბილისის მერიამ 2026 წლის 1-ელი მაისიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი უტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს. კალაძის ინფორმაციით, მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება 27 სამედიცინო დაწესებულებაში სრულიად უფასოდ შეუძლიათ. „სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრევენციული ღონისძიების თვალსაზრისით, წინასწარი გამოკვლევების ჩატარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ნუ გადადებთ სკრინინგს და ისარგებლეთ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით“, – განაცხადა კახა კალაძემ. ფილტვის კიბოს სკრინინგი ფილტვის კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით გაიმართება კონფერენცია. ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70%-მდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს. ფილტვის კიბოს სკრინინგი დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევაა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები . პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: პროგრამის ამოქმედებიდან ფილტვის კიბოს სკრინინგი 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა
პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10,088 მოქალაქეს დაუფინანსდა, ჩატარებული კვლევის მიხედვით 140 მოქალაქეს დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევების რეკომენდაცია მიეცა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამა თბილისის მერიამ 2026 წლის 1-ელი მაისიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი უტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.
„ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რისი მიზანიცაა აღნიშნული დაავადების პრევენციისთვის, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის ინფორმაციით, მოქალაქეებს დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება 27 სამედიცინო დაწესებულებაში სრულიად უფასოდ შეუძლიათ.
„სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს, რაც წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრევენციული ღონისძიების თვალსაზრისით, წინასწარი გამოკვლევების ჩატარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ნუ გადადებთ სკრინინგს და ისარგებლეთ მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ფილტვის კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით გაიმართება კონფერენცია.
ერთი პაციენტის კვლევისთვის 175 ლარია გათვალისწინებული და პროგრამას დღეისთვის 27 სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.
ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70%-მდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს.
ფილტვის კიბოს სკრინინგი დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევაა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები .
პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.