https://sputnik-georgia.com/20261111/papuashvilma-burchuladzis-gardacvalebis-gamo-mwuxareba-gamotqva-301664395.html
შალვა პაპუაშვილმა ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
შალვა პაპუაშვილმა ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში 9 ნოემბერს... 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T18:37+0400
2026-11-11T18:37+0400
2026-11-11T18:37+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569021_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_c0bf04b4df635b13e9438a2145134fb0.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სახელით ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა. „მისი გარდაცვალება კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებულმა დაპირისპირებამ ჩვენი ისტორიის არაერთი ტრაგიკული ფურცელი დაწერა და მრავალი ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა. ნემო ბურჭულაძე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, როგორც მოკრძალებული და გულმხურვალე პატრიოტი“, - ნათქვამია პაპუაშვილის სამძიმრის წერილში. ბურჭულაძე 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე და თანამებრძოლი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი. მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა პუტჩისტური რეჟიმისგან დევნილი და წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569021_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_4508ed398ec1c97bfbce098d92105c2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილმა ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სახელით ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
„მისი გარდაცვალება კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებულმა დაპირისპირებამ ჩვენი ისტორიის არაერთი ტრაგიკული ფურცელი დაწერა და მრავალი ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა. ნემო ბურჭულაძე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, როგორც მოკრძალებული და გულმხურვალე პატრიოტი“, - ნათქვამია პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.
ბურჭულაძე 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე და თანამებრძოლი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი.
მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა პუტჩისტური რეჟიმისგან დევნილი და წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა.