https://sputnik-georgia.com/20261111/kobaxidze-epc-samitshi-miigebs-monawileobas-301656704.html
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. 11.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-11T19:49+0400
2026-11-11T19:49+0400
2026-11-11T19:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167063_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c3059ff9ddf4d01c8de1816389faafed.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამიტს ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი 11-12 ნოემბერს უმასპინძლებს.ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური 11 ნოემბერს სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს. 12 ნოემბერს კი ირაკლი კობახიძე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. EPC-ის მიზანია პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის საკითხების გადასაჭრელად, ასევე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცება. შეხვედრები წელიწადში ორჯერ იმართება; ვინაიდან ეს არაფორმალური ფორუმია, აქ სავალდებულოდ შესასრულებელი გადაწყვეტილებები არ მიიღება. პლენარული სესიების გარდა, ფორუმი ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. სამიტები მონაცვლეობით ტარდება ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167063_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5856359cff3c4451afc2e28cec285a0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამიტს ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი 11-12 ნოემბერს უმასპინძლებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური 11 ნოემბერს სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.
12 ნოემბერს კი ირაკლი კობახიძე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება EPC-ის მე-9 სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
EPC-ის მიზანია პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის საკითხების გადასაჭრელად, ასევე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცება.
შეხვედრები წელიწადში ორჯერ იმართება; ვინაიდან ეს არაფორმალური ფორუმია, აქ სავალდებულოდ შესასრულებელი გადაწყვეტილებები არ მიიღება. პლენარული სესიების გარდა, ფორუმი ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. სამიტები მონაცვლეობით ტარდება ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებში.