საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა
თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციები და საერთო სულიერი ფასეულობები კვლავაც მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის.
მიუხედავად არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა, ორ ქვეყანას შორის კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოების, საზოგადოებრივი კონტაქტების გაძლიერებისა და სრულფასოვანი დიალოგის აღდგენისთვის.
იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს ორ ხალხს შორის დაახლოებისთვის, რა როლს ასრულებს ისტორიული მეხსიერება და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდა თაობამ საერთო წარსულის მიმართ ინტერესი შეინარჩუნოს, ისაუბრეს გაზეთ „Свободная Грузия “-ს მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა. შეხვედრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მიეძღვნა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ფონდის „ისტორიული მემკვიდრეობა“ ხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ვასო კაპანაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა კარტოზია და იურისტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი ნატა არღვლიანი.
© photo: Sputnik / Stringerგაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით ექსპერტები მრგვალი მაგიდის ფორმატში შეიკრიბნენ
Круглый стол экспертов, организованный Свободной Грузией - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით ექსპერტები მრგვალი მაგიდის ფორმატში შეიკრიბნენ
პრაგმატიზმი, როგორც მომავალი დიალოგის საფუძველი
პოლიტოლოგ ვასო კაპანაძის აზრით, თანამედროვე საერთაშორისო ვითარება საქართველოსგან გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას მოითხოვს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.
მისი აზრით, მრავალპოლუსიანი სამყაროს ფორმირების პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს უნარი, დამოუკიდებლად განსაზღვროს პრიორიტეტები, განამტკიცოს შიდა მდგრადობა და კონსტრუქციული ურთიერთობები დაამყაროს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან.
„არ უნდა ველოდოთ, როდის შეიცვლება ევროკავშირი ან როდის შეიცვლება რუსეთი“, – ხაზგასმით აღნიშნა კაპანაძემ.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ თავად საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შეუძლია საგარეოპოლიტიკური დიალოგის განვითარებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების მიუხედავად, პოზიტიური ცვლილებებისთვის გარკვეული წინაპირობები არსებობს.
ბოლო 14 წლის მნიშვნელოვან მიღწევად მან მშვიდობის შენარჩუნება დაასახელა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში მდებარე პატარა ქვეყნისთვის.
კაპანაძემ დადებითად შეაფასა საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პრაგმატული მიდგომა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში. მისი აზრით, სწორედ პრაგმატიზმი შეიძლება გახდეს პოლიტიკური კონტაქტების ეტაპობრივი აღდგენის საფუძველი.
გარკვეულ იმედებს ექსპერტი ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო გააქტიურებას უკავშირებს.
ამასთან, კაპანაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ურთიერთობების განვითარება, სულაც არ არის აუცილებელი, ყველაზე რთული პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტით დაიწყოს. მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს კულტურის, ხელოვნების, სპორტისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სფეროებში.
მისი შეფასებით, სწორედ საერთო ტრადიციები და სულიერი ფასეულობები კვლავაც აერთიანებს რუს და ქართველ ხალხებს და მტკიცე საფუძველს ქმნის შემდგომი თანამშრომლობისთვის.
© photo: Sputnik / Stringerვასო კაპანაძე
Васо Капанадзе. Круглый стол экспертов, организованный Свободной Грузией - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
ვასო კაპანაძე
ისტორიული მეხსიერება, როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება საერთო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების საკითხებს დაუთმეს.
ფონდ „ისტორიული მემკვიდრეობის" ხელმძღვანელმა ტარიელ გაგნიძემ ხაზგსმით აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ისტორია მრავალმხრივი მემკვიდრეობაა, რომლის შესწავლაც მთელი სისრულით არის აუცილებელი.
მისი აზრით, ისტორიული მოვლენების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რთული პერიოდების გათვალისწინება, არამედ ნაყოფიერი თანამშრომლობის, კულტურული გაცვლისა და ერთობლივი მიღწევების არაერთი მაგალითის გახსენებაც.
გაგნიძემ ყურადღება გაამახვილა განათლების როლზე ახალგაზრდა თაობის წარსულის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში.
ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სასკოლო პროგრამები და სასწავლო მასალები ხელს უნდა უწყობდეს საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირების უფრო ღრმად გააზრებას და მოსწავლეებს აცნობდეს ისტორიულ პიროვნებებს, მოვლენებსა და პროცესებს, რომლებმაც გავლენა ორივე ქვეყნის განვითარებაზე მოახდინა.
ეს ამოცანა დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, როდესაც ახალგაზრდა თაობა ისტორიაზე საკუთარ წარმოდგენებს სწრაფად ცვალებადი საინფორმაციო სივრცის პირობებში აყალიბებს.
გაგნიძის აზრით, საერთო ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიმართვა არა მხოლოდ ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას, არამედ ხალხებს შორის ურთიერთგაგების დამატებითი შესაძლებლობების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
© photo: Sputnik / Stringerტარიელ გაგნიძე
Тариэл Гагнидзе. Круглый стол экспертов, организованный Свободной Грузией - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
ტარიელ გაგნიძე
ვორონცოვი, გრიბოედოვი: საერთო ისტორიის ფურცლები
ისტორიული მემკვიდრეობის თემაზე საუბარი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მამუკა კარტოზიამ გააგრძელა, რომელმაც აღნიშნა რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტულ მაგალითებს.
განათლების სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმ ისტორიული კვლევების პოპულარიზაციის მნიშვნელობას, რომლებსაც ფართო საზოგადოებისთვის წარსულის ნაკლებად ცნობილი ფურცლების გაცნობა შეუძლია.
ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მან მიხაილ ვორონცოვის მოღვაწეობა დაასახელა. იგი იყო რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის თანამდებობა ეკავა.
კარტოზიას შეფასებით, ვორონცოვმა საქართველოს კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მისი მოღვაწეობა უფრო დეტალურ შესწავლას იმსახურებს.
ისტორიკოსმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წელია, ვორონცოვის მემკვიდრეობას იკვლევს და მომზადებული აქვს ვრცელი მასალები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში მის როლს ეძღვნება. ექსპერტის თქმით, ამ თემაზე გამოქვეყნებულმა მასალებმა და სატელევიზიო გამოსვლებმა საზოგადოების საგრძნობი ინტერესი გამოიწვია.
კარტოზიას მიაჩნია, რომ ეს მოწმობს იმ ისტორიული მასალების მოთხოვნადობას, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურულ და საზოგადოებრივ კავშირებს ასახავს.
ცალკე მან ალექსანდრე გრიბოედოვის პიროვნებაზეც ისაუბრა, რომლის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან.
ისტორიკოსის აზრით, მსგავსი თემები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პოტენციალს შეიცავს და შეიძლება, ახალი პუბლიკაციების, დოკუმენტური პროექტების, გამოფენებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების საფუძველი გახდეს.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენი საერთო ისტორიის უარყოფით არა მხოლოდ ფურცლებზე, არამედ დადებითზეც“, – თქვა კარტოზიამ.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საერთო ისტორიული მემკვიდრეობის უფრო აქტიური პოპულარიზაცია ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების შესახებ საზოგადოების წარმოდგენას გააფართოებს.
© photo: Sputnik / Stringerმამუკა კარტოზია
Мамука Картозия. Круглый стол экспертов, организованный Свободной Грузией - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
მამუკა კარტოზია
რუსული ენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის
მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოში ახალგაზრდა თაობაში რუსული ენისადმი ინტერესის შენარჩუნება იყო.
იურისტმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტმა ნატა არღვლიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უცხო ენების ცოდნა ახალგაზრდებს დამატებით საგანმანათლებლო, პროფესიულ და კულტურულ შესაძლებლობებს უხსნის.
მისი აზრით, შესასწავლად რუსული ენა, ინგლისურთან და სხვა უცხო ენებთან ერთად, კვლავ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქართველი მოსწავლეებისთვის.
არღვლიანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა აქტიურად ეუფლება ინგლისურ ენას, ფართოდ იყენებს ინგლისურენოვან საინფორმაციო რესურსებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს.
ამასთან, მისი აზრით, მნიშვნელოვანია ინტერესის მხარდაჭერა რუსული ენისადმიც, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ხალხებს შორის კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა.
არღვლიანმა მუშაობის ერთ-ერთ შესაძლო მიმართულებად საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა და რუსული ენის უფასო შემსწავლელი პროგრამების დანერგვა დაასახელა.
© photo: Sputnik / Stringerნატა არღვლიანი
Ната Аргвлиани. Круглый стол экспертов, организованный Свободной Грузией - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
ნატა არღვლიანი
მისი აზრით, ასეთი ინიციატივები ბავშვებსა და მოზარდებს ენობრივი უნარების გაფართოებაში, რუსული ლიტერატურისა და კულტურის გაცნობაში, აგრეთვე ურთიერთობის დამატებითი შესაძლებლობების მიღებაში დაეხმარებოდა.
დისკუსიის მონაწილემ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
მისი შეფასებით, რუსული ენის შესწავლა ქართულ ეროვნულ იდენტობასთან შეუთავსებელი არ არის. პირიქით, რამდენიმე ენის ცოდნა ახალგაზრდა თაობას თანამედროვე სამყაროში უფრო თავდაჯერებულად ორიენტირების საშუალებას აძლევს და ამავე დროს, საკუთარი კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში ეხმარება.
ლიზა შელია
ყველა ახალი ამბავი
0