15 ნოემბერს სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა ჩატარდება

© facebook.com/GeorgianGovernmentპატრიარქი შიო მესამე
პატრიარქი შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 15 ნოემბერს საყოველთაო ნათლობის მორიგი, 75-ე ეტაპი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო - ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.
ნათლობა 15 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში გაიმართება, რის შემდეგაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს.
საქართველოში ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილების საყოველთაო ნათლობა 2008 წლიდან იმართება. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 50 ათასამდე ნათლული ჰყავდა.
ყველა ახალი ამბავი
0