სსფ-ის მისია საქართველოში: რა განიხილეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

© National Bank of Georgiaნათია თურნავა სსფ-ის მისიას შეხვდა
ნათია თურნავა სსფ-ის მისიას შეხვდა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2026
გამოწერა
ვიზიტის შემდეგ მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარმოადგენს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის, ასევე ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შეფასებაა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ინფლაციის დინამიკა, მონეტარული პოლიტიკა, საგარეო სექტორის მდგომარეობა და ფინანსური სექტორის მდგრადობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ ეკონომიკურ გარემოსა და გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.
ნათია თურნავამ მისიის წევრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო.
მისია, რომელმაც საქართველოში მუშაობა 9 ნოემბერს დაიწყო, ორშაბათს შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართა.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში დახმარებას უწევს. ვიზიტის შემდეგ მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0