https://sputnik-georgia.com/20261110/satxiloamuro-abonementebi-mta-ski-gaikideba-301638155.html
სამთო კურორტების აბონემენტები ონლაინ მხოლოდ MTA.SKI-ზე გაიყიდება
სამთო კურორტების აბონემენტები ონლაინ მხოლოდ MTA.SKI-ზე გაიყიდება
Sputnik საქართველო
ზამთრის სეზონი ოთხივე კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე 2026 წლის 20 დეკემბერს გაიხსნება. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T18:00+0400
2026-11-10T18:00+0400
2026-11-10T18:00+0400
საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810758_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_cbd285aedd3c331eb08fe7d9eb7050af.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო" (MTA) სათხილამურო აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის და მათ ექსკლუზიურად საკუთარი ონლაინ-პლატფორმის მეშვეობით გაყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. MTA-ის განცხადებით, ვებგვერდი უკვე სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, ონლაინ-გაყიდვები კი ოფიციალურად 20 ნოემბრიდან დაიწყება. ბილეთები ასევე გაიყიდება სამთო კურორტებზე მდებარე სალაროებსა და პარტნიორ ობიექტებში. აქამდე სათხილამურო აბონემენტების (სკი-პასების) შეძენა ონლაინ შესაძლებელი იყო სხვადასხვა პარტნიორ პლატფორმაზე, მათ შორის SKIPASS.GE, TKT.GE და Biletebi.ge-ზე სააგენტოს განახლებული ვებგვერდი MTA.SKI ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოს ზამთრის ოთხივე ძირითადი კურორტის - გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სრულ საინფორმაციო ბაზას: იგი დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას კურორტებზე არსებული პირობების, სათხილამურო არეალების, რუკებისა და აბონემენტების შესახებ..ვებგვერდის მომხმარებლები ასევე გაეცნობიან უსაფრთხოების წესებს და საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ პლატფორმიდან შეძლებენ „112"-თან დაკავშირებას და დახმარების თხოვნას.MTA-ს ცნობით, მიმდინარე სეზონიდან ციფრული სიახლეები სამაშველო სამსახურშიც დაინერგება. მაშველები სპეციალური პლანშეტებით აღრიცხავენ შემთხვევის ადგილს, დაშავებულის პირველად მდგომარეობასა და გაწეულ დახმარებას, რაც ინციდენტების ელექტრონული სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას შეუწყობს ხელს.გარდა ამისა, ოთხივე კურორტს დაემატება უსაფრთხოების ახალი ინვენტარი: დამცავი ბადეები, სასიგნალო ნიშნები და დაშავებულთა გადასაყვანი სპეციალური ციგები (აკიები). სააგენტო ოთხივე ზამთრის კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე სეზონის ოფიციალურ გახსნას 2026 წლის 20 დეკემბერს გეგმავს.„მთის ტრასების სააგენტო“საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810758_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_b1ff9acccc33d0208c1801640f53e692.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმი საქართველოში
საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმი საქართველოში
სამთო კურორტების აბონემენტები ონლაინ მხოლოდ MTA.SKI-ზე გაიყიდება
ზამთრის სეზონი ოთხივე კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე 2026 წლის 20 დეკემბერს გაიხსნება.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო" (MTA) სათხილამურო აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის და მათ ექსკლუზიურად საკუთარი ონლაინ-პლატფორმის მეშვეობით გაყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
MTA-ის განცხადებით, ვებგვერდი უკვე სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, ონლაინ-გაყიდვები კი ოფიციალურად 20 ნოემბრიდან დაიწყება.
ბილეთები ასევე გაიყიდება სამთო კურორტებზე მდებარე სალაროებსა და პარტნიორ ობიექტებში. აქამდე სათხილამურო აბონემენტების (სკი-პასების) შეძენა ონლაინ შესაძლებელი იყო სხვადასხვა პარტნიორ პლატფორმაზე, მათ შორის SKIPASS.GE, TKT.GE და Biletebi.ge-ზე
სააგენტოს განახლებული ვებგვერდი MTA.SKI ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოს ზამთრის ოთხივე ძირითადი კურორტის - გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სრულ საინფორმაციო ბაზას: იგი დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას კურორტებზე არსებული პირობების, სათხილამურო არეალების, რუკებისა და აბონემენტების შესახებ..
ინტერაქციული რუკების საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ ნახონ რომელი ტრასა და საბაგიროა გახსნილი, გაეცნონ სათხილამურო არეალებს, ტრასების მდებარეობას, სიგრძესა და სირთულეს.
პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამინდის, თოვლის საფარის, აბონემენტებისა და შეთავაზებების შესახებ.
პირდაპირი ტრანსლაციის კამერებით დამსვენებლები შეძლებენ, თვალი ადევნონ კურორტებზე არსებულ ვითარებას, შეარჩიონ სასურველი სასრიალო არეალი და ვიზიტი წინასწარ დაგეგმონ.
ვებგვერდის მომხმარებლები ასევე გაეცნობიან უსაფრთხოების წესებს და საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ პლატფორმიდან შეძლებენ „112"-თან დაკავშირებას და დახმარების თხოვნას.
MTA-ს ცნობით, მიმდინარე სეზონიდან ციფრული სიახლეები სამაშველო სამსახურშიც დაინერგება. მაშველები სპეციალური პლანშეტებით აღრიცხავენ შემთხვევის ადგილს, დაშავებულის პირველად მდგომარეობასა და გაწეულ დახმარებას, რაც ინციდენტების ელექტრონული სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, ოთხივე კურორტს დაემატება უსაფრთხოების ახალი ინვენტარი: დამცავი ბადეები, სასიგნალო ნიშნები და დაშავებულთა გადასაყვანი სპეციალური ციგები (აკიები).
სააგენტო ოთხივე ზამთრის კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე სეზონის ოფიციალურ გახსნას 2026 წლის 20 დეკემბერს გეგმავს.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.