https://sputnik-georgia.com/20261110/samegreloshi-kvebis-obieqtebi-daxures-301641662.html
სამეგრელოში დარღვევების გამო კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სამეგრელოში დარღვევების გამო კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T20:13+0400
2026-11-10T20:13+0400
2026-11-10T20:13+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/48/240594806_0:342:3648:2394_1920x0_80_0_0_d5f9f65115c091696d9b2434c8e907fe.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს. გამოვლენილი დარღვევების გამო კი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. კერძოდ, სენაკში, რუსთაველის ქ. N180-ში მდებარე ცენტრალური ბაზრის ობიქეტზე ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის შესაბამისობის სერთიფიკატის გარეშე რეალიზაციის და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. ეტიკეტირების წესი დარღვეული იყო სენაკში, ჯორჯაძის N6-ში მდებარე ინდმეწარმის სასადილოშიც. ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა. გარდა ამისა, სენაკში, სენაკის ქ. N15-ში ფიზიკური პირი რძესა და რძის პროდუქტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპრატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შეუსაბამობების გამოსწორებამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/48/240594806_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_650609c8b1c07906068864be22e41b73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
სამეგრელოში დარღვევების გამო კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს. გამოვლენილი დარღვევების გამო კი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.
კერძოდ, სენაკში, რუსთაველის ქ. N180-ში მდებარე ცენტრალური ბაზრის ობიქეტზე ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის შესაბამისობის სერთიფიკატის გარეშე რეალიზაციის და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.
ეტიკეტირების წესი დარღვეული იყო სენაკში, ჯორჯაძის N6-ში მდებარე ინდმეწარმის სასადილოშიც. ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა.
გარდა ამისა, სენაკში, სენაკის ქ. N15-ში ფიზიკური პირი რძესა და რძის პროდუქტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპრატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შეუსაბამობების გამოსწორებამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.