https://sputnik-georgia.com/20261110/rustavelis-gamzirs-saaxalwlod-mortaven-301638899.html
წელს რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებაზე 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება
წელს რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებაზე 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება
Sputnik საქართველო
ახლადრეაბილიტირებული გამზირისთვის შესაბამისი ილუმინაციების შესყიდვა და მონტაჟი 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T19:00+0400
2026-11-10T19:00+0400
2026-11-10T19:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300347914_13:0:2529:1415_1920x0_80_0_0_3158483cdd6d334132f3d57e7372e141.png
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფმა" რუსთაველის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის საახალწლოდ მორთვისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა , რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.499,926 ლარს შეადგენს, იუწყება საინფორმაციო პორტალი BMG.შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზევ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საჭიროა 900 ცალი 2D ფიგურის, 1450 ცალი მანათობელი თოკის, 72 ათასი მეტრი განათების თოკისა და 95 ცალი კვების ბლოკის შესყიდვა. სახელმწიფო კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო საახალწლო გაფორმების კონცეფციის ცვლილება გახდა საჭირო - ახლადრეაბილიტირებული სივრცისთვის შესაბამისი ილუმინაციების შესყიდვა და მონტაჟი 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.„რუსთაველის გამზირზე არსებული რეაბილიტაციის სამუშაოებიდან გამომდინარე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახური ახორციელებს ახალი ბოძების და სანათების მონტაჟს, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირის კონცეფციის ცვლილება და თბილისის მერიის დავალებით საჭიროა ახალი რეაბილიტირებული რუსთაველის გამზირის საახალწლო მორთვისთვის საჭირო ილუმინაციების შესყიდვა“, - აღნიშულია დოკუმენტში. უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება ნოემბრის ბოლოსათვის, შესაბამისად აუცილებელია 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საახალწლოდ გამზირის მორთვა/გაფორმებისათვის მანათობელი ფიგურების კონსტრუქციების შესყიდვა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების ჩატარება 14 დღეში უნდა უზრუნველყოს. რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლოსაა დაგეგმილი. რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტრადიციულად სწორედ აქ, პარლამენტის შენობასთან განთავსდება ხოლმე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300347914_328:0:2215:1415_1920x0_80_0_0_98b114922488a4fdd0fea67035f64f56.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
წელს რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებაზე 2,5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება
ახლადრეაბილიტირებული გამზირისთვის შესაბამისი ილუმინაციების შესყიდვა და მონტაჟი 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფმა" რუსთაველის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის საახალწლოდ მორთვისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა , რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.499,926 ლარს შეადგენს, იუწყება საინფორმაციო პორტალი BMG.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზევ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საჭიროა 900 ცალი 2D ფიგურის, 1450 ცალი მანათობელი თოკის, 72 ათასი მეტრი განათების თოკისა და 95 ცალი კვების ბლოკის შესყიდვა.
სახელმწიფო კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო საახალწლო გაფორმების კონცეფციის ცვლილება გახდა საჭირო - ახლადრეაბილიტირებული სივრცისთვის შესაბამისი ილუმინაციების შესყიდვა და მონტაჟი 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
„რუსთაველის გამზირზე არსებული რეაბილიტაციის სამუშაოებიდან გამომდინარე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახური ახორციელებს ახალი ბოძების და სანათების მონტაჟს, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირის კონცეფციის ცვლილება და თბილისის მერიის დავალებით საჭიროა ახალი რეაბილიტირებული რუსთაველის გამზირის საახალწლო მორთვისთვის საჭირო ილუმინაციების შესყიდვა“, - აღნიშულია დოკუმენტში.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება ნოემბრის ბოლოსათვის, შესაბამისად აუცილებელია 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საახალწლოდ გამზირის მორთვა/გაფორმებისათვის მანათობელი ფიგურების კონსტრუქციების შესყიდვა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.
შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების ჩატარება 14 დღეში უნდა უზრუნველყოს.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტრადიციულად სწორედ აქ, პარლამენტის შენობასთან განთავსდება ხოლმე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეც.