მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი, აშშ და უკრაინა აბუ-დაბიში მოლაპარაკებებს მართავენ

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიბურჯ-ხალიფას ცათამბჯენი
ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2026
გამოწერა
სამმხრივი მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა ტარდება
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები აბუ-დაბიში სამმხრივ შეხვედრას მართავენ, იუწყება РИА Новости მომლაპარაკებელთა ჯგუფიდან წყაროზე დაყრდნობით.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. მედინსკისთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახურის უფროსი ალექსეი კომკოვი.
უკრაინის დელეგაციას საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.
რაც შეეხება აშშ-ის დელეგაციას, აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი
პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგნენ.
მსგავს ფორმატში9 წინა მოლაპარაკებები თებერვლის დასაწყისში გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0