https://sputnik-georgia.com/20261110/ruset-ukrainis-konfliqti-301732549.html
მიმოხილვა: რუსული ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გამოყენების თავისებურებები
მიმოხილვა: რუსული ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გამოყენების თავისებურებები
Sputnik საქართველო
რუსეთი უკრაინის საომარ თეატრზე მოწინააღმდეგეზე (რომელიც, არსებითად, მთელი კოლექტიური დასავლეთია) ტექნოლოგიურ და სტრატეგიულ უპირატესობას ავლენს. უახლესი რუსული... 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T15:20+0400
2026-11-10T15:20+0400
2026-11-15T14:21+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1b/292286158_0:171:3179:1959_1920x0_80_0_0_1afa1a8d6c8fa307395461760a7ea079.jpg
რუსეთი უკრაინის საომარ თეატრზე მოწინააღმდეგეზე (რომელიც, არსებითად, მთელი კოლექტიური დასავლეთია) ტექნოლოგიურ და სტრატეგიულ უპირატესობას ავლენს. უახლესი რუსული ფრთოსანი რაკეტების — „დან-ტ“-ის, „გერან-5 კ5-კ“-ის, „ბანდეროლის“, „ფილინისა“ და სხვათა ეფექტიანი საბრძოლო გამოყენება მოწინააღმდეგეში შეშფოთებას, სასოწარკვეთილებასა და ჩუმ პანიკას თესავს. ამის მიზეზია ის, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატოს კატასტროფულად არ ჰყოფნით საიმედო საჰაერო თავდაცვის საშუალებები და რუსული რაკეტების შესაჩერებლად ეკონომიკურად გამართლებული მეთოდები.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ პარასკევს პირველად აჩვენა მაღალი სიზუსტის იარაღის — „დან-ტ“-ის საბრძოლო გამოყენება დამრტყმელი ვერტმფრენით Ми-28НМ „ღამის მონადირე“, დაჯგუფება „დასავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ადაპტირება რუსულ, ძნელად შესამჩნევ „ბანდეროლებთან“. და აი, კიდევ ერთი „სიურპრიზი“ — ფრთოსანი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა, რომელსაც მიწიდან აფრენაც შეუძლია.ფრთოსანი რაკეტა (ფრ) „დან-ტ“ სამიზნიდან 450 კმ-მდე დაშორებით გამოიყენება, რაც ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს, რაკეტები მოწინააღმდეგის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის კომპლექსების მოქმედების ზონის მიღმა გაუშვან. „დან-ტ“-ის სიჩქარე დაახლოებით 500 კმ/სთ-ია. 130 კგ მასის მძლავრი საბრძოლო ქობინი დაცული ობიექტების — არსენალების, საწყობების, ზურგის მომარაგების ცენტრების, სამრეწველო ობიექტების, საპორტო ნაგებობებისა და ფრონტის ხაზიდან დიდ ოპერატიულ სიღრმეში მდებარე სხვა სამიზნეების განადგურების საშუალებას იძლევა.„დან-ტ“ პირველი ფრთოსანი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტაა, რომელსაც დაბალ სიმაღლეზე მფრენი ვერტმფრენიდან გაშვება შეუძლია, რაც გაშვების მაღალ ფარულობას უზრუნველყოფს. რაკეტის ეფექტიანობას განაპირობებს დამიზნების კომბინირებული სისტემა — დაცული სატელიტური და ინერციული ნავიგაცია. ინერციული სისტემა ავტონომიურად მუშაობს და მრავალრიცხოვან სენსორს იყენებს (გიროსკოპებს, აქსელერომეტრებს, ბარომეტრულ სიმაღლმზომსა და მაგნიტომეტრს, რომელიც კურსს დედამიწის მაგნიტური ველის მიხედვით ასწორებს). საბოლოო კოორდინატებს, კურსსა და სიჩქარეს ბორტკომპიუტერი განსაზღვრავს. სატელიტური ნავიგაცია ინერციული სისტემის შეცდომებს ასწორებს და მოწინააღმდეგის მიერ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოყენების პირობებში სიზუსტეს ზრდის. მარშრუტის ბოლო მონაკვეთზე ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა სამიზნეს ვიზუალურად ამოიცნობს. ფრთოსანი რაკეტის ავტონომიურობა გამორიცხავს ოპერატორის ჩარევას (გაუშვი და დაივიწყე).კორპორაცია „როსტეხში“ აღნიშნეს „დან-ტ“-ის მზარდი ინტელექტი (ხელოვნური ინტელექტი — AI) და რეაქტიული ძრავის სრულყოფა. სავარაუდოდ, გაფართოვდება საბრძოლო ქობინების სახეობებიც (მოცულობითი დეტონაციის, კუმულაციური, კასეტური და სხვა). უკრაინელი ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ: ახალი რაკეტა „ბანდეროლზე“ 35%-ით იაფია, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კი წელიწადში 10 ათასი ფრთოსანი რაკეტა „დან-ტ“-ის წარმოება შეუძლია.10 ნოემბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა მოწინააღმდეგის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ახალი სერია განახორციელეს, მათ შორის კიევის, ვინიცის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქების ქვესადგურებზე. დამკვირვებლებმა „მეორე მხრიდან“ აღნიშნეს უჩვეულო, სრული სიჩუმე უშუალოდ დარტყმის მომენტამდე. შესაძლოა, ეს 2026 წლის სექტემბრიდან აქტიურად გამოყენებული უახლესი იარაღის — „გერან-5 კ5-კ“-ის თავისებურებაა.უკრაინის სამხედრო დაზვერვამ „გერან-5 კ5-კ“ „მცირე ზომის ფრთოსან რაკეტად“ დააკლასიფიცირა. მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შთამბეჭდავია. მოქმედების მანძილი — 1000 კმ-ზე მეტი, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე — 6000 მეტრი. სიჩქარე — 1000 კმ/სთ-მდე. მსხვრევად-ფუგასური ან თერმობარული საბრძოლო ქობინის მასა — 90 კგ. რუსი ექსპერტები დამატებით აღნიშნავენ: ახალი რაკეტის, „გერან-5 კ5-კ“-ის ოპტიკური ნავიგაცია საშუალებას იძლევა, ორიენტირება არა მხოლოდ სატელიტური სიგნალებით მოხდეს და სამიზნეები ზუსტად დაზიანდეს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგობის პირობებშიც. ლვოვში მოწინააღმდეგის ობიექტზე განხორციელებულმა ბოლო დარტყმამ ფრთოსანი რაკეტა „გერან-5 კ5-კ“-ის მაღალი ეფექტიანობა დაადასტურა.უახლეს რუსულ რაკეტებს „დან-ტ“, „გერან-5 კ5-კ“, „ბანდეროლი“, „ფილინი“ და სხვ. შეუძლიათ დაბალ სიმაღლეზე, რელიეფის კონტურების მიყოლით, სამიზნისკენ გადაადგილება. განკუთვნილია მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების, ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილების, გამაგრებული პოზიციების, ჯავშანტექნიკის, უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვები პუნქტებისა და საჰაერო თავდაცვის კომპლექსების გასანადგურებლად. ასეთი სისტემების მნიშვნელობას არა მხოლოდ მაღალი საბრძოლო მახასიათებლები განსაზღვრავს, ეს არის „მაღალი სიზუსტის იარაღის ახალი ეკონომიკა“. გამოფიტვის ომში გამარჯვებას არა სარაკეტო შეიარაღების სირთულე, არამედ მაღალი სიზუსტის დარტყმების უწყვეტობა განაპირობებს.რუსული მოწინავე ტექნოლოგიური ნიმუშები ინტერესით გააანალიზეს ამერიკულმა სპეციალიზებულმა გამოცემებმა Military Watch Magazine-მა და The War Zone-მა. მათ ყურადღება გაამახვილეს მიმზიდველ (დაბალ) ფასსა და უახლესი ფრთოსანი რაკეტების „არატრადიციული პლატფორმებიდან (მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებიდან, დამრტყმელი ვერტმფრენებიდან და სახმელეთო სისტემებიდან) გაშვების შესაძლებლობაზე, რაც გამოყენების მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს“. მაგალითად, „აზოვის ზღვიდან ოდესის რაიონში მდებარე სამიზნეებისკენ“.პორტალმა The War Zone-მა 6 ნოემბერს განაცხადა: „რუსეთი ერთადერთი არ არის, ვინც ამ კონცეფციას ახორციელებს. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ცდილობს, თავისი AH-1Z Viper-ის ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები შორი მანძილიდან დარტყმის შესაძლებლობით აღჭურვოს მოდულური, შორი მოქმედების რაკეტების ოჯახის Red Wolf-ის დახმარებით... რომელთა მოქმედების მანძილი რამდენიმე ასეულ კილომეტრს შეადგენს“. მიუხედავად ამისა, „ბიუჯეტური“ მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გამოყენების სფეროში რუსეთი მსოფლიო ლიდერია.მეორე მხრივ, რუსეთის საჰაერო თავდაცვითი ტექნიკა საშუალებას იძლევა, საიმედოდ ჩამოაგდონ უახლესი ამერიკული ფრთოსანი რაკეტები, მაგალითად, AGM-188a Rusty Dagger. მაგალითად, დღეს ერთბაშად ოთხი ასეთი რაკეტა ჩამოაგდეს. ამერიკულმა კომპანია Zone 5 Technologies-მა ეს რაკეტები სპეციალურად უკრაინისთვის შექმნა, აშშ-ის საჰაერო ძალების პროგრამის Extended Range Attack Munition ფარგლებში (პროგრამა 2024 წელს ამოქმედდა). AGM-188a-ის ფრენის მანძილი 930 კმ-მდეა, საბრძოლო ქობინის მასა კი 200 კგ-ს აღემატება. AGM-188a-ის გაშვება შესაძლებელია სახმელეთო პლატფორმიდან, F-16 და МиГ-29 გამანადგურებლებიდან. დიახ, ამერიკის ზრუნვა ევროპაში მშვიდობაზე საკმაოდ პარადოქსულია და ჩვენ აბუ-დაბიში „მშვიდობისმყოფელთა“ მოქმედებებს თვალს არ ვაშორებთ.ასეა თუ ისე, წელიწადში ათიათასობით წარმოებული ფრთოსანი რაკეტების მაღალი ტექნოლოგიები რუსეთის სტრატეგიულ რესურსად იქცევა — ფრონტის ხაზზე, მოწინააღმდეგის ღრმა ოპერატიულ ზურგში და დიდი ისტორიის ასპარეზზეც.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1b/292286158_448:0:3179:2048_1920x0_80_0_0_ded4522954417569fe4acc48629fa907.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსეთი უკრაინის საომარ თეატრზე მოწინააღმდეგეზე (რომელიც, არსებითად, მთელი კოლექტიური დასავლეთია) ტექნოლოგიურ და სტრატეგიულ უპირატესობას ავლენს. უახლესი რუსული ფრთოსანი რაკეტების — „დან-ტ“-ის, „გერან-5 კ5-კ“-ის, „ბანდეროლის“, „ფილინისა“ და სხვათა ეფექტიანი საბრძოლო გამოყენება მოწინააღმდეგეში შეშფოთებას, სასოწარკვეთილებასა და ჩუმ პანიკას თესავს. ამის მიზეზია ის, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატოს კატასტროფულად არ ჰყოფნით საიმედო საჰაერო თავდაცვის საშუალებები და რუსული რაკეტების შესაჩერებლად ეკონომიკურად გამართლებული მეთოდები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ პარასკევს პირველად აჩვენა მაღალი სიზუსტის იარაღის — „დან-ტ“-ის საბრძოლო გამოყენება დამრტყმელი ვერტმფრენით Ми-28НМ „ღამის მონადირე“, დაჯგუფება „დასავლეთის“ პასუხისმგებლობის ზონაში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ადაპტირება რუსულ, ძნელად შესამჩნევ „ბანდეროლებთან“. და აი, კიდევ ერთი „სიურპრიზი“ — ფრთოსანი, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა, რომელსაც მიწიდან აფრენაც შეუძლია.
ფრთოსანი რაკეტა (ფრ) „დან-ტ“ სამიზნიდან 450 კმ-მდე დაშორებით გამოიყენება, რაც ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს, რაკეტები მოწინააღმდეგის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის კომპლექსების მოქმედების ზონის მიღმა გაუშვან. „დან-ტ“-ის სიჩქარე დაახლოებით 500 კმ/სთ-ია. 130 კგ მასის მძლავრი საბრძოლო ქობინი დაცული ობიექტების — არსენალების, საწყობების, ზურგის მომარაგების ცენტრების, სამრეწველო ობიექტების, საპორტო ნაგებობებისა და ფრონტის ხაზიდან დიდ ოპერატიულ სიღრმეში მდებარე სხვა სამიზნეების განადგურების საშუალებას იძლევა.
„დან-ტ“ პირველი ფრთოსანი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტაა, რომელსაც დაბალ სიმაღლეზე მფრენი ვერტმფრენიდან გაშვება შეუძლია, რაც გაშვების მაღალ ფარულობას უზრუნველყოფს. რაკეტის ეფექტიანობას განაპირობებს დამიზნების კომბინირებული სისტემა — დაცული სატელიტური და ინერციული ნავიგაცია. ინერციული სისტემა ავტონომიურად მუშაობს და მრავალრიცხოვან სენსორს იყენებს (გიროსკოპებს, აქსელერომეტრებს, ბარომეტრულ სიმაღლმზომსა და მაგნიტომეტრს, რომელიც კურსს დედამიწის მაგნიტური ველის მიხედვით ასწორებს). საბოლოო კოორდინატებს, კურსსა და სიჩქარეს ბორტკომპიუტერი განსაზღვრავს. სატელიტური ნავიგაცია ინერციული სისტემის შეცდომებს ასწორებს და მოწინააღმდეგის მიერ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოყენების პირობებში სიზუსტეს ზრდის. მარშრუტის ბოლო მონაკვეთზე ოპტიკურ-ელექტრონული სისტემა სამიზნეს ვიზუალურად ამოიცნობს. ფრთოსანი რაკეტის ავტონომიურობა გამორიცხავს ოპერატორის ჩარევას (გაუშვი და დაივიწყე).
კორპორაცია „როსტეხში“ აღნიშნეს „დან-ტ“-ის მზარდი ინტელექტი (ხელოვნური ინტელექტი — AI) და რეაქტიული ძრავის სრულყოფა. სავარაუდოდ, გაფართოვდება საბრძოლო ქობინების სახეობებიც (მოცულობითი დეტონაციის, კუმულაციური, კასეტური და სხვა). უკრაინელი ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ: ახალი რაკეტა „ბანდეროლზე“ 35%-ით იაფია, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს კი წელიწადში 10 ათასი ფრთოსანი რაკეტა „დან-ტ“-ის წარმოება შეუძლია.
10 ნოემბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა მოწინააღმდეგის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების ახალი სერია განახორციელეს, მათ შორის კიევის, ვინიცის, პოლტავის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქების ქვესადგურებზე. დამკვირვებლებმა „მეორე მხრიდან“ აღნიშნეს უჩვეულო, სრული სიჩუმე უშუალოდ დარტყმის მომენტამდე. შესაძლოა, ეს 2026 წლის სექტემბრიდან აქტიურად გამოყენებული უახლესი იარაღის — „გერან-5 კ5-კ“-ის თავისებურებაა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ „გერან-5 კ5-კ“ „მცირე ზომის ფრთოსან რაკეტად“ დააკლასიფიცირა. მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები შთამბეჭდავია. მოქმედების მანძილი — 1000 კმ-ზე მეტი, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე — 6000 მეტრი. სიჩქარე — 1000 კმ/სთ-მდე. მსხვრევად-ფუგასური ან თერმობარული საბრძოლო ქობინის მასა — 90 კგ. რუსი ექსპერტები დამატებით აღნიშნავენ: ახალი რაკეტის, „გერან-5 კ5-კ“-ის ოპტიკური ნავიგაცია საშუალებას იძლევა, ორიენტირება არა მხოლოდ სატელიტური სიგნალებით მოხდეს და სამიზნეები ზუსტად დაზიანდეს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგობის პირობებშიც. ლვოვში მოწინააღმდეგის ობიექტზე განხორციელებულმა ბოლო დარტყმამ ფრთოსანი რაკეტა „გერან-5 კ5-კ“-ის მაღალი ეფექტიანობა დაადასტურა.
უახლეს რუსულ რაკეტებს „დან-ტ“, „გერან-5 კ5-კ“, „ბანდეროლი“, „ფილინი“ და სხვ. შეუძლიათ დაბალ სიმაღლეზე, რელიეფის კონტურების მიყოლით, სამიზნისკენ გადაადგილება. განკუთვნილია მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტების, ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილების, გამაგრებული პოზიციების, ჯავშანტექნიკის, უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვები პუნქტებისა და საჰაერო თავდაცვის კომპლექსების გასანადგურებლად. ასეთი სისტემების მნიშვნელობას არა მხოლოდ მაღალი საბრძოლო მახასიათებლები განსაზღვრავს, ეს არის „მაღალი სიზუსტის იარაღის ახალი ეკონომიკა“. გამოფიტვის ომში გამარჯვებას არა სარაკეტო შეიარაღების სირთულე, არამედ მაღალი სიზუსტის დარტყმების უწყვეტობა განაპირობებს.
რუსული მოწინავე ტექნოლოგიური ნიმუშები ინტერესით გააანალიზეს ამერიკულმა სპეციალიზებულმა გამოცემებმა Military Watch Magazine-მა და The War Zone-მა. მათ ყურადღება გაამახვილეს მიმზიდველ (დაბალ) ფასსა და უახლესი ფრთოსანი რაკეტების „არატრადიციული პლატფორმებიდან (მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებიდან, დამრტყმელი ვერტმფრენებიდან და სახმელეთო სისტემებიდან) გაშვების შესაძლებლობაზე, რაც გამოყენების მეტ მოქნილობას უზრუნველყოფს“. მაგალითად, „აზოვის ზღვიდან ოდესის რაიონში მდებარე სამიზნეებისკენ“.
პორტალმა The War Zone-მა 6 ნოემბერს განაცხადა: „რუსეთი ერთადერთი არ არის, ვინც ამ კონცეფციას ახორციელებს. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ცდილობს, თავისი AH-1Z Viper-ის ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენები შორი მანძილიდან დარტყმის შესაძლებლობით აღჭურვოს მოდულური, შორი მოქმედების რაკეტების ოჯახის Red Wolf-ის დახმარებით... რომელთა მოქმედების მანძილი რამდენიმე ასეულ კილომეტრს შეადგენს“. მიუხედავად ამისა, „ბიუჯეტური“ მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გამოყენების სფეროში რუსეთი მსოფლიო ლიდერია.
მეორე მხრივ, რუსეთის საჰაერო თავდაცვითი ტექნიკა საშუალებას იძლევა, საიმედოდ ჩამოაგდონ უახლესი ამერიკული ფრთოსანი რაკეტები, მაგალითად, AGM-188a Rusty Dagger. მაგალითად, დღეს ერთბაშად ოთხი ასეთი რაკეტა ჩამოაგდეს. ამერიკულმა კომპანია Zone 5 Technologies-მა ეს რაკეტები სპეციალურად უკრაინისთვის შექმნა, აშშ-ის საჰაერო ძალების პროგრამის Extended Range Attack Munition ფარგლებში (პროგრამა 2024 წელს ამოქმედდა). AGM-188a-ის ფრენის მანძილი 930 კმ-მდეა, საბრძოლო ქობინის მასა კი 200 კგ-ს აღემატება. AGM-188a-ის გაშვება შესაძლებელია სახმელეთო პლატფორმიდან, F-16 და МиГ-29 გამანადგურებლებიდან. დიახ, ამერიკის ზრუნვა ევროპაში მშვიდობაზე საკმაოდ პარადოქსულია და ჩვენ აბუ-დაბიში „მშვიდობისმყოფელთა“ მოქმედებებს თვალს არ ვაშორებთ.
ასეა თუ ისე, წელიწადში ათიათასობით წარმოებული ფრთოსანი რაკეტების მაღალი ტექნოლოგიები რუსეთის სტრატეგიულ რესურსად იქცევა — ფრონტის ხაზზე, მოწინააღმდეგის ღრმა ოპერატიულ ზურგში და დიდი ისტორიის ასპარეზზეც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე