https://sputnik-georgia.com/20261110/ramdeni-daxarjes-qartvelma-turistebma-ucxoetshi-301625063.html
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T10:55+0400
2026-11-10T10:55+0400
2026-11-10T10:55+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279129892_0:322:3068:2048_1920x0_80_0_0_b0a351da2c9e85465f3be0ed1b022455.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 835,2 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 19,3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1 351,0 ლარს ხარჯავდა - 15,8%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის ივლის-სექტემბერში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 813,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 3,7%-ით მეტია.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (41,2%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 428,3 ათასი, რაც 3,8%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 32,1%, რუსეთში – 17,6%, სომხეთში - 16,6%, აზერბაიჯანში - 2,1% და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,9%.ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 7,8 ღამე შეადგინა, რაც 1,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,9 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2024 წლის მაჩვენებლებზე 2,8%-ით მეტია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 36,2%, რუსეთში – 15,9%, სომხეთში – 14,4%, აზერბაიჯანში - 1,9% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%. საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279129892_95:0:2826:2048_1920x0_80_0_0_d7c9653f4a9d31891e129d9277ce3b7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, სტატისტიკა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 835,2 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 19,3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1 351,0 ლარს ხარჯავდა - 15,8%-ით მეტს, ვიდრე 2025 წლის ივლის-სექტემბერში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2026 წლის ივლის-სექტემბერში
ხარჯების დასახელება | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, ლარი |
საყიდლები | 259,1 | 31,0 | 419,1 |
კვება | 236,4 | 28,3 | 382,5 |
განთავსება | 164,7 | 19,7 | 266,4 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 85,1 | 10,2 | 137,7 |
გართობა | 38,7 | 4,6 | 62,6 |
სხვა ხარჯები | 51,2 | 6,1 | 82,8 |
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 813,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 3,7%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (41,2%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 428,3 ათასი, რაც 3,8%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 32,1%, რუსეთში – 17,6%, სომხეთში - 16,6%, აზერბაიჯანში - 2,1% და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,9%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2026 წლის მესამე კვარტალში
ხარჯების დასახელება | ხარჯები, მლნ ლარი | წილი საერთო ხარჯებში, % | ხარჯები ვიზიტზე, ლარი |
საყიდლები | 259,1 | 31,0 | 419,1 |
კვება | 236,4 | 28,3 | 382,5 |
განთავსება | 164,7 | 19,7 | 266,4 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 85,1 | 10,2 | 137,7 |
გართობა | 38,7 | 4,6 | 62,6 |
სხვა ხარჯები | 51,2 | 6,1 | 82,8 |
ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 7,8 ღამე შეადგინა, რაც 1,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,9 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2024 წლის მაჩვენებლებზე 2,8%-ით მეტია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 36,2%, რუსეთში – 15,9%, სომხეთში – 14,4%, აზერბაიჯანში - 1,9% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%. საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 5,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.