რა შემოსავალი მიიღეს ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციისგან

© Rural Development Agencyვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2026
გამოწერა
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება 13 ოქტომბერს დაიწყო.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 800 ათას ლარს აღემატება, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება 13 ოქტომბერს დაიწყო.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.
უწყების ცნობით, პროგრამაში ჩართულმა გადამამუშავებელმა 10-მა საწარმომ პროგრამის ამოქმედების დღიდან, 13 ოქტომბრიდან დღემდე 8 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.
ყველა ახალი ამბავი
0