თბილისის მძღოლებმა არასწორი პარკირებისთვის ჯარიმების გადახდით რეკორდი დაამყარეს

გამოწერა
თბილისში პარკირება ავტომობილის მძღოლებისთვის სულ უფრო მეტად ძვირადღირებული პრობლემა ხდება. 2026 წლის ცხრა თვეში პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლებმა რეკორდული - 18 მლნ 240 ათასი ლარი გადაიხადეს. აღნიშნული მაჩვენებელი 69%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
ამასთან, დედაქალაქში მხოლოდ 28, 5 ათასამდე ოფიციალური საპარკინგე ადგილია გამოყოფილი. ინტენსიური საგზაო მოძრაობისა და პარკირების ადგილების სიმცირის პირობებში მძღოლები მანქანებს აჩერებენ აკრძალულ ადგილებზე.
დამატებით როლს თამაშობს ფასიანი საპარკინგე ზონების გაფართოება და დარღვევებზე კონტროლის გამკაცრება. დღეს ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის 50 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0