https://sputnik-georgia.com/20261110/nemo-burchuladze-gardaicvala-301627510.html
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ნემო ბურჭულაძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T10:27+0400
2026-11-10T10:27+0400
2026-11-10T10:27+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.ბურჭულაძე 1946 წლის 23 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში დაიბადა. 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე და თანამებრძოლი. ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი.მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა პუტჩისტური რეჟიმისგან დევნილი და წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
ნემო ბურჭულაძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ბურჭულაძე 1946 წლის 23 თებერვალს კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში დაიბადა. 1990-იანი წლების დასაწყისში აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, იყო ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე და თანამებრძოლი.
ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი.
მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გახდა პუტჩისტური რეჟიმისგან დევნილი და წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა.