https://sputnik-georgia.com/20261110/natia-turnava-inplaciis-shesaxeb-301628766.html
შემცირდება თუ არა ინფლაცია საქართველოში? ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პირობები დაასახელა
შემცირდება თუ არა ინფლაცია საქართველოში? ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პირობები დაასახელა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T12:58+0400
2026-11-10T12:58+0400
2026-11-10T12:58+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_6424125c076756132e133920899973fc.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ინფლაციის შემცირება და 2027 წლისთვის მისი 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების შემცირების შემთხვევაში მოხდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.სებ-ის პრეზიდენტმა კომიტეტს 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა.მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება.თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება.სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საგარეო შოკების გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, – აღნიშნა თურნავამ.როგორც მან განმარტა, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბაზო ინფლაცია და მომსახურების ფასები ნორმის ფარგლებში რჩება, რაც მარეგულირებელს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს შედარებითი სიმშვიდე.„ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია. მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25% პუნქტით გავზარდეთ და ახლა ის 8,25%-ს შეადგენს. ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებს, განვიხილოთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება. ამასთან, მზად ვართ, პირიქით, შევამსუბუქოთ მონეტარული პოლიტიკა, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დარეგულირდება და საგარეო ბაზრებზე ვოლატილობა შემცირდება“, – აღნიშნა თურნავამ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ოქტომბერი 2025 წლის ოქტომბერთან) 5,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე - 21,9%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე - 10,1%-ით, ჯანდაცვაზე - 8,4%-ით.სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 2026 წლის 6 მაისს, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_86:0:1686:1200_1920x0_80_0_0_3487d9ed6eba998d968fc956fa97bc27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ლარის კურსი დღეს, ახალი ამბები
შემცირდება თუ არა ინფლაცია საქართველოში? ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პირობები დაასახელა
ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ინფლაციის შემცირება და 2027 წლისთვის მისი 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების შემცირების შემთხვევაში მოხდება, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
სებ-ის პრეზიდენტმა კომიტეტს 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში თუ ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ – 5,4%, ხოლო 2027 წელს 3,5% იქნება", - განაცხადა თურნავამ.
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.
თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება.
თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება.
სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საგარეო შოკების გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.
„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, – აღნიშნა თურნავამ.
როგორც მან განმარტა, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.
„ინფლაციის დონე 5,9%-ია, რაშიც ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2,2% გარე ფაქტორებმა შეიტანა. ეს არის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო სანავთობო ბაზრებიდან მომდინარე გაძლიერებული წნეხი. ჩვენ ბენზინისა და დიზელის იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ამიტომ, არ შეიძლება, ეს ამ კუთხით არ აისახოს", - განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბაზო ინფლაცია და მომსახურების ფასები ნორმის ფარგლებში რჩება, რაც მარეგულირებელს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს შედარებითი სიმშვიდე.
„ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია. მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,25% პუნქტით გავზარდეთ და ახლა ის 8,25%-ს შეადგენს. ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტებს, განვიხილოთ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება. ამასთან, მზად ვართ, პირიქით, შევამსუბუქოთ მონეტარული პოლიტიკა, თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დარეგულირდება და საგარეო ბაზრებზე ვოლატილობა შემცირდება“, – აღნიშნა თურნავამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ოქტომბერი 2025 წლის ოქტომბერთან) 5,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე - 21,9%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე - 10,1%-ით, ჯანდაცვაზე - 8,4%-ით.
სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 2026 წლის 6 მაისს, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაზარდა.