მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: ევრაზიაში უსაფრთხოების საფრთხეები არსად გამქრალა

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2026
გამოწერა
ევრაზიული უსაფრთხოება უნდა მოიცავდეს ტერორიზმთან და სხვა თანამედროვე საფრთხეებთან ბრძოლას.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ევრაზიული უსაფრთხოების სხვადასხვა თანამედროვე საფრთხეები არსად გამქრალა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მინისტრის თქმით, ევრაზიული უსაფრთხოება უნდა მოიცავდეს ტერორიზმთან და სხვა თანამედროვე საფრთხეებთან ბრძოლას.
„ჩვენი შეფასებით, ისინი (ევრაზიული უსაფრთხოების საფრთხეები – Sputnik) უახლოეს მომავალში არსად გაქრება“, – განაცხადა მან კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გამოხატავს მტკიცე ნებას, აწარმოოს დიალოგი ინტერესთა სამართლიანი ბალანსის მისაღწევად კოლექტიური უსაფრთხოების პარამეტრების განხილვისას.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ეყოფა მტკიცე ნება, გააგრძელოს დიალოგი ინტერესთა სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, როდესაც არავის უსაფრთხოება არ შეილახება“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება სპარსეთის ყურეში არსებულ ვითარებას, ლავროვის თქმით, ის შორს არის მოგვარებისგან, ხოლო „პალესტინა უკვე არავის ახსოვს“.
ყველა ახალი ამბავი
0