ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2026
გამოწერა
ბოჭორიშვილი ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით გაემგავრა.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რიგით მეცხრე „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ თემა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება, არის „სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე“.
ბოჭორიშვილი ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიწვევით გაემგავრა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი დიპლომატი ასევე დაესწრება ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ ვახშამს.
ყველა ახალი ამბავი
0