https://sputnik-georgia.com/20261109/turnava-keinishvilis-saqmeze-kitxvebs-vupasuxeb-301615243.html
თურნავა: ყეინიშვილის საქმეზე ყველა კითხვას პასუხს პირადად გავცემ
თურნავა: ყეინიშვილის საქმეზე ყველა კითხვას პასუხს პირადად გავცემ
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს გამოეხმაურა. 09.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-09T18:28+0400
2026-11-09T18:28+0400
2026-11-09T18:28+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295115491_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_172e8e86cbedfba6def9877eaf2ea64e.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით მზად ვარ გამოძიების ყველა კითხვას პირადად ვუპასუხო, განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.9 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.როგორც თურნავამ აღნიშნა, ობიექტური გამოძიებით ყველაზე მეტად თავად ეროვნული ბანკია დაინტერესებული. მისი თქმით, როგორც კი უწყებაში დაგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, მათ საკუთარი ინიციატივით გადაუგზავნეს მასალები საგამოძიებო უწყებებს.თურნავამ აღნიშნულ შემთხვევას „საკმაოდ სამწუხარო ფაქტი“ უწოდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.18 ოქტომბერს ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა - ყეინიშვილის განცხადებით, იგი არ ეთანხმება მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და სებ-ის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ეროვნულ ბანკში შპს „ბიტექსჩეინჯის" (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო.შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნეს-საქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად.პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა. მანამდე, 2012–2016 წლებში იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295115491_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_9b6e67255e089cd01c911b3dbd848597.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
თურნავა: ყეინიშვილის საქმეზე ყველა კითხვას პასუხს პირადად გავცემ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს გამოეხმაურა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით მზად ვარ გამოძიების ყველა კითხვას პირადად ვუპასუხო, განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
9 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 337-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ობიექტური გამოძიებით ყველაზე მეტად თავად ეროვნული ბანკია დაინტერესებული. მისი თქმით, როგორც კი უწყებაში დაგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, მათ საკუთარი ინიციატივით გადაუგზავნეს მასალები საგამოძიებო უწყებებს.
„თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ და ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,” - განაცხადა თურნავამ.
თურნავამ აღნიშნულ შემთხვევას „საკმაოდ სამწუხარო ფაქტი“ უწოდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
18 ოქტომბერს ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა - ყეინიშვილის განცხადებით, იგი არ ეთანხმება მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თუმცა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და სებ-ის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ეროვნულ ბანკში შპს „ბიტექსჩეინჯის" (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების მიერ წარდგენილი განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო.
შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნეს-საქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად.
პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.
ნანა ყეინიშვილი ევროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა. მანამდე, 2012–2016 წლებში იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.