საქართველოდან სომხეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.
თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან სომხეთში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი რვა პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა დააკავეს.
„საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის შემდგომაც 2026 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.
ყველა ახალი ამბავი
0