თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ნოემბრის ბოლომდე დასრულების პირობას დებს

გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამუშაოები დადგენილ ვადებში დასრულდება. დედაქალაქის მთავარი გამზირის რეკონსტრუქცია 2026 წლის 23 ივლისს დაიწყო.
სარემონტო სამუშაოები რუსთაველის გამზირის 3 მონაკვეთს მოიცავს. ზოგიერთ მონაკვეთზე უკვე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. უახლოეს დღეებში დაიწყება ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები/ რეკონსტრუქციის დასრულების პირვანდელი ვადები 30 დღით გახანგრძლივდა, განახლებული კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
ვადის გადაწევის მიზეზი გახდა ნალექი და გაუთვალისწინებელი მოვლენები. გამზირის სამივე მონაკვეთის რეაბილიტაციას ერთი კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის საერთო ღირებულება 19,8 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა, მათ შორის, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შეუსრულებლობისთვის.
მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რემონტის დასრულების ვადები ერთი თვით გადაიწევდა, თუმცა, მერიაში განაცხადეს: დედაქალაქის ცენტრალური გამზირი თვის ბოლოსთვის გახსნილი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0