მიმოხილვა: რუსეთის ჯარების შეტევა დონბასში

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
რუსეთის არმია აგრძელებს სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი გამაგრებული რაიონის ალყაში მოქცევას. კრასნი ლიმანის რაიონში მოწინააღმდეგის რეზერვებს ანადგურებს, ხოლო ბანდერელების ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ღრმა ოპერატიულ ზურგში ანადგურებს. ნატოს ევროპის ქვეყნების აგრესიული უძლურება კიევს ვერ დაეხმარება.
რუსეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის მთელ ხაზზე სტრატეგიულ ინიციატივას ინარჩუნებენ და დონბასში მოწინააღმდეგის უკანასკნელ დიდ გამაგრებულ რაიონს ალყაში აქცევენ. რუსეთის ჯარებს, დაახლოებით, 40 კმ-ის გავლა სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩრდილოეთიდან (ბოგოროდიჩნოეს) და სამხრეთიდან (ანდრეევკა) დღევანდელი „მარწუხები“ შეკრან — სლავიანსკისა და კრამატორსკიდან დასავლეთით, 10 კმ-ის დაშორებით. უკრაინის საოკუპაციო ხელისუფლებამ აგლომერაციის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვიანი ოჯახების, იძულებითი ევაკუაცია გამოაცხადა. თუმცა, ისინი ადამიანებზე კი არა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამობილიზაციო რესურსების შენარჩუნებაზე ზრუნავენ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში დაჯგუფება „დასავლეთის“ ჯარებმა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას ილიჩოვკისა და მაიაკის რაიონებში დაარტყეს. დაჯგუფება „სამხრეთის“ ქვედანაყოფებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცხრა ბრიგადის ფორმირებები გაანადგურეს დასახლებულ პუნქტებთან: დრუჟკოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი, ნიკოლაევკა, კრასნი მოლოჩარი და რაიგოროდოკი. დაჯგუფება „ცენტრის“ ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ათ ბრიგადას დაარტყეს დასახლებულ პუნქტებთან: იაკოვლევკა, როგანსკოე, ზოლოტიე პრუდი, კრინიცი, ნოვოპავლოვკა, კამენკა, ვეროვკა და კრივოროჟიე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 8-9 ნოემბრის განმავლობაში დონბასში უკრაინის პროქსი-არმიის შეუქცევადმა დანაკარგებმა 730 სამხედრო მოსამსახურეს გადააჭარბა.
დაჯგუფება „დასავლეთმა“ კრასნი ლიმანის რაიონში დომინანტური პოზიციები აღადგინა. ოპერაცია „ვივალდი“ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გამანადგურებელ ჯოჯოხეთად იქცა. დაჯგუფება „ცენტრის“ ჯარები დრუჟკოვკას ჩრდილოეთიდან უვლიან და საკვანძო საავტომობილო გზას საცეცხლე კონტროლის ქვეშ ამყოფებენ. უშუალოდ დრუჟკოვკაში რუსეთის ავიაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვით პოზიციებს ეფექტიანად ანადგურებს და მიწასთან ასწორებს. სამხრეთით, რუსეთის ქვედანაყოფებმა ნოვოგრიგოროვკა ბანდერეველებისგან სრულად გაწმინდეს და დასახლებულ პუნქტზე სრული კონტროლი დაამყარეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად მასირებული დარტყმებით ანადგურებენ მოწინააღმდეგის კრიტიკულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. 9 ნოემბრის ღამეს დარტყმები განხორციელდა მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტებზე, ენერგეტიკულ ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტების მუშაობას უზრუნველყოფენ. პოლტავის ოლქში დაზიანდა გლობინოს ქარხანა, სადაც დიდი მოქმედების რადიუსის უპილოტო საფრენი აპარატები იკრიბებოდა. კიევის ოლქში დარტყმა მიადგა ქალაქ ბელაია ცერკოვის მახლობლად მდებარე ელექტროქვესადგურს. დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში კიდევ ორი ელექტროქვესადგური „ჩააქრეს“. ვინიცის ოლქში დაზიანდა წევის ელექტროქვესადგური. ოდესის მახლობლად, შავი ზღვის აკვატორიაში, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით დატვირთული მშრალტვირთმზიდი გემი იწვის.
კრემენჩუგში უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის სამეთაურო პუნქტი განადგურდა. ჩერკასის ოლქში დარტყმა მიადგა ქალაქ უმანთან მდებარე სამხედრო აეროდრომს. ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ვოლინის ოლქების სამხედრო და სამრეწველო ობიექტები „დემილიტარიზებულია“. რუსეთის სარაკეტო დარტყმების სერიის შემდეგ კიევის ხიდები დნეპრზე მნიშვნელოვნად დაზიანდა და შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ჩამოინგრეს, ვინაიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკა უკიდურესად მოწყვლადია.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ბრიუსელი ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ მილიონზე მეტ უკრაინელ მამაკაცს რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომის „მეორე აქტისთვის“ ხელსაყრელ სახარჯ მასალად მიიჩნევს. თუმცა, ომის გასაგრძელებლად ნატოს ევროპის ქვეყნებს არც ფული აქვთ და არც იარაღი. ევროპელი ლიდერები ჯერ კიდევ ცდილობენ ისტორიის უკუღმა შემობრუნებას, თუმცა, დროა, ისინი მკაცრ რეალობას დაუბრუნდნენ.
პოლონეთში, უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 100 კმ-ის დაშორებით, დაიწყო „მსურველთა კოალიციის“ პირველი სამხედრო წვრთნები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. მათში 11 ქვეყნის 2 800-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. რუსეთთან დაპირისპირებისთვის მამაცმა საფრანგეთმა 1 100 „ხიშტი“ გაგზავნა, „ნისლიანმა ალბიონმა“ (ბრიტანეთმა) — 300, დანარჩენმა „მსურველებმა“ კი, საშუალოდ, 150-150 მებრძოლი. დეკლარაციების მიუხედავად („რუსეთის შესაძლო განმეორებითი შეტევის შეკავება“), ეს „ჯარი“ უფრო ევროპის გეოპოლიტიკური სირცხვილის დასაფარად აფარებულ „ლეღვის ფოთოლს“ ჰგავს. სლოვაკურმა გამოცემა Pravda-მ განაცხადა, რომ ევროკავშირმა, უკრაინის სახით, საკუთარი „ავღანეთი“ მიიღო და ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ახერხებს.
2026 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ვალდებულებების შესასრულებლად, ნატოს ევროპის ქვეყნებს 7 მილიარდი ევრო აკლიათ. ფული არ არის, შესაბამისად, არც იარაღიც. უკრაინის საზღვრებთან „ხმლების ცეკვას“ აზრი არ აქვს. ევროპის უმსხვილეს ქვეყნებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები კი საზოგადოებრივი რეაქციაა პოლიტიკაზე „ზარბაზნები კარაქის ნაცვლად“, რომელმაც კრახი განიცადა. სავარაუდოდ, სექტემბერში, ზელენსკის ხელმძღვანელობით გამართული „კარპატების რვიანის“ პირველი სამიტი უკანასკნელი იქნება, ვინაიდან „მან თავისი საქმე უკვე გააკეთა და უნდა წავიდეს“. გერმანულმა Berliner Zeitung-მა ზელენსკის ოპტიმისტურად უწინასწარმეტყველა „განდევნილი ხელმოცარულის“ ბედი.
ნატოს ევროპის ქვეყნებს არ გააჩნიათ არც განვითარებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და არც აშშ-ის სამხედრო შესაძლებლობები კოსმოსის ახლო სივრცეში. მათ 2030-იანი წლების შუა პერიოდამდე აუტსაიდერის სტატუსის შეცვლა არ შეუძლიათ. ვაშინგტონს დახმარება (ანუ, ბანდერეველების აგონიის გახანგრძლივება) შეუძლიათ, თუმცა, ბაიდენის მრავალწლიანი „ინვესტიციები“ და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება სულ უფრო ნაკლებ შემოსავალს იძლევა და ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოებას სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, ირანთან ომმა პენტაგონის სარაკეტო არსენალები საგრძნობლად გამოფიტა. ჩავარდნილი პროექტი „ანტირუსეთი“ იხურება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთმა კიევისთვის იარაღის მიწოდებით, ფაქტობრივად, ვერაფერს მიაღწია და კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის საზღვრები „გარკვეულწილად შეიცვლება“. იტალიურმა გაზეთმა Il Fatto Quotidiano-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ახალი იალტის“ პერსპექტივამ (ანუ უკრაინის ბედის დიდ სახელმწიფოებს შორის, უკრაინის მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტის შესაძლებლობამ) კიევი პანიკაში ჩააგდო. ეს ღირსეული ისტორიული გაკვეთილია ყველასთვის, ვისაც პოსტსაბჭოთა სივრცეში „გართობა“ უყვარს, რუსეთის ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართი მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქციოს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რუსეთის გარდა, ვის შეუძლია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა? ნამდვილად, არა მათ, ვინც რუსეთის ფედერაციასთან პროქსი-ომამდე „გაფართოვდა“ და ამით მილიონზე მეტი „უკრაინელი ინდიელი“ გაანადგურა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0