მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კრემლი: აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ევროპელების გარეშე გაიმართება

© photo: Sputnik / Наталья Селиверстоваკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
რუსეთის დელეგაციას მედინსკი უხელმძღვანელებს, ხოლო ამერიკულ დელეგაციას უიტკოფი და კუშნერი წარმოადგენენ. წინა რაუნდები სტამბულში, აბუ-დაბისა და ჟენევაში გაიმართა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ევროპელების მონაწილეობის გარეშე გაიმართება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, მასში მონაწილეობას მხოლოდ რუსეთი, უკრაინა და აშშ მიიღებე.
„ის, რაც უახლოეს დღეებში აბუ-დაბიში მოხდება – ეს არის სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, აშშ-ის შუამავლობით", - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა დააზუსტა, რომ ევროპელებს აქვთ კომუნიკაციის საკუთარი არხები როგორც ამერიკელებთან, ისე უკრაინელებთან.
„ისინი, როგორც ჩანს, აყალიბებენ კოორდინაციის საკუთარ მექანიზმს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია სამმხრივ მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერ გაიმართება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები აპირებენ განიხილონ უსაფრთხოების გარანტიები, დეესკალაცია, ჰუმანიტარული საკითხები და შემდგომი ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. მოსალოდნელია, რომ აშშ-ს წარადგენენ პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. რუსულ დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
წინა რაუნდები
გასული წლის მაისში, ივნისსა და ივლისში სტამბულში რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა. მოგვიანებით, ნოემბერში, უკრაინის ინიციატივით მოლაპარაკებები შეჩერდა - მიზეზად „თვალსაჩინო პროგრესის“ არარსებობა დასახელდა
მიმდინარე წლის 23-24 იანვარს მოლაპარაკებების პროცესი აბუ-დაბიში განახლდა, თუმცა უკვე სამმხრივ ფორმატში, აშშ-ის მონაწილეობით. იქვე, თებერვლის დასაწყისში, სამმხრივი ჯგუფი მეორედ შეხვდა ერთმანეთს. მესამე რაუნდი კი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0