პაპუაშვილმა ჩეხ კოლეგასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი და ტომიო ოკამურა
შალვა პაპუაშვილი და ტომიო ოკამურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
შეხვედრაზე, რომელიც პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურასთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
შეხვედრა პაპუაშვილის ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა - პარლამენტის თავმჯდომარე პრაღაში, დელეგაციასთან ერთად, ჩეხი კოლეგის მოწვევით 8 ნოემბერს გაემგზავრა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს და აღნიშნეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთში პირველი ვიზიტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ჩეხური მხარის მზაობა, წარმართოს დიალოგი ქართულ მხარესთან და მას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ამასთან, პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა „შუა დერეფნის" განვითარების მიზნით თანაშრომლობის მნიშვნელობას, რასაც ჩეხეთის ენერგეტიკული უსაფრთხობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობაზე.
საქართველომ და ჩეხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1-ელ იანვარს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეები თანამშრომლობას ძირითადად ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში ავითარებენ.
ყველა ახალი ამბავი
0