https://sputnik-georgia.com/20261109/nakrebis-kapitani-kakabadze-iqneba-301620488.html
კვარაცხელიას არყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კაკაბაძე იქნება
კვარაცხელიას არყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კაკაბაძე იქნება
Sputnik საქართველო
სვანაძის თქმით, კვარაცხელიას ტრავმა, რომელიც 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო, გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო. 09.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-09T21:29+0400
2026-11-09T21:29+0400
2026-11-09T21:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24189/77/241897709_0:65:1200:740_1920x0_80_0_0_56d1c5103fdcf211d0a553a823fad84d.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება, განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე.საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ მატჩს გამართავს: 14 ნოემბერს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.მისი თქმით, კვარაცხელიას ტრავმა, რომელიც 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო, გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო.ნოემბრის მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ახალწვეული გამოიძახა: ნოდარ ყალიჩავა („დინამო" ბათუმი), დავით კერესელიძე („დილა" გორი) და გიორგი მაისურაძე („პოლესიე" ჟიტომირი).მწვრთნელის თქმით, ირაკლი აზაროვი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის მზადაა, საბა ხარებაშვილი კი ტრავმის გამო არ გამოიძახეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24189/77/241897709_64:0:1136:804_1920x0_80_0_0_2c16f8ac68b253fbe084e2276d183e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვარაცხელიას არყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კაკაბაძე იქნება
სვანაძის თქმით, კვარაცხელიას ტრავმა, რომელიც 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო, გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნის პერიოდში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება, განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ მატჩს გამართავს: 14 ნოემბერს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.
„გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია რჩება, ვიცე-კაპიტნები კი ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე იქნებიან. ვინაიდან კვარაცხელია და კიტეიშვილი გუნდის ნოემბრის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, კაპიტნის სამკლაურს კაკაბაძე გაიკეთებს“, - განაცხადა სვანაძემ.
მისი თქმით, კვარაცხელიას ტრავმა, რომელიც 20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო, გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო.
„ჩვენ ყველანი მას ვუჭერთ მხარს და გვჯერა, რომ ის კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. ჩვენ არ განვიხილავთ კვარაცხელიას პირდაპირ შეცვლას - გუნდმა უნდა ითამაშოს, რათა კოლექტიური ძალისხმევით კომპენსირება გაუწიოს მის არყოფნას“, - აღნიშნა სვანაძემ.
ნოემბრის მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ახალწვეული გამოიძახა: ნოდარ ყალიჩავა („დინამო" ბათუმი), დავით კერესელიძე („დილა" გორი) და გიორგი მაისურაძე („პოლესიე" ჟიტომირი).
მწვრთნელის თქმით, ირაკლი აზაროვი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის მზადაა, საბა ხარებაშვილი კი ტრავმის გამო არ გამოიძახეს.