https://sputnik-georgia.com/20261109/kavelashvili-polonel-xalxs-samzimars-ucxadebs-301617482.html
ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს: ყაველაშვილი კრაკოვში მომხდარ ტრაგედიაზე
ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს: ყაველაშვილი კრაკოვში მომხდარ ტრაგედიაზე
Sputnik საქართველო
7 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი. 09.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-09T19:00+0400
2026-11-09T19:00+0400
2026-11-09T19:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლონეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298026934_0:321:1342:1076_1920x0_80_0_0_808b3354d5b81e88ef3a4b2576710d8b.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და პოლონელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. 7 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა. „კრაკოვში მომხდარ შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას", - დაწერა პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე. მომხდარი ტრაგედიის გამო, პოლონეთის მთავრობამ 8 და 9 ნოემბერი მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღეებად გამოაცხადა.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/09/298026934_0:195:1342:1202_1920x0_80_0_0_95cb6c815dceece9a73aa5ee9f16ce75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლონეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლონეთი , ახალი ამბები
ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს: ყაველაშვილი კრაკოვში მომხდარ ტრაგედიაზე
7 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და პოლონელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
7 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა.
„კრაკოვში მომხდარ შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას", - დაწერა პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე.
მომხდარი ტრაგედიის გამო, პოლონეთის მთავრობამ 8 და 9 ნოემბერი მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღეებად გამოაცხადა.