საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო

© AP Photo / Andrew Harnikსაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2026
გამოწერა
მისიის წევრებმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან უკვე გამართეს
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვაა.
მისიის წევრებმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან უკვე გამართეს - შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი.
საუბარი შეეხო 2027 წელს, სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 1991 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. მას შემდეგ ორგანიზაცია ქვეყანას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში დახმარებას უწევს. ვიზიტის შემდეგ მისია საქართველოს შესახებ განახლებულ ანგარიშს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0