https://sputnik-georgia.com/20261109/gudushauri-chexetshi-vizits-exmaureba-301613347.html
დეპუტატი: ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს
დეპუტატი: ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო... 09.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-09T13:00+0400
2026-11-09T13:00+0400
2026-11-09T13:00+0400
საქართველო
ჩეხეთი
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285142421_0:135:2592:1593_1920x0_80_0_0_9e86f7d9c647bd64507e26457edf93f1.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება.პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი კანონმდებელი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.„შეხვედრაზე ხაზი გაესმება, ასე ვთქვათ, იმ მიმართულებას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ასევე ხაზი გაესმება იმ მთელი რიგ ასპექტებს, რომელსაც პროგრესის სახით ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩეხეთის მხრიდან ამას საჭირო და ადეკვატური მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა დეპუტატმა.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან სოზარ სუბარი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად შალამბერიძე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირმა ზავრადაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე.საქართველომ და ჩეხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1-ელ იანვარს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეები თანამშრომლობას ძირითადად ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში ავითარებენ.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/16/285142421_144:0:2448:1728_1920x0_80_0_0_7f64955a1e5bd5e0eb71d5b0c428f167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩეხეთი , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ჩეხეთი , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დეპუტატი: ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ჩეხეთში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას მიწვევით იმყოფება.
„ესაა ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს. რაც ყველაზე მთავარია, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, მეტად მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა და მჭიდრო კონტაქტების კიდევ უფრო გაძლიერება, როგორიც ჩეხეთია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი დიდ შედეგებს მოიტანს", - განაცხადა დელეგაციის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი კანონმდებელი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„შეხვედრაზე ხაზი გაესმება, ასე ვთქვათ, იმ მიმართულებას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით და ასევე ხაზი გაესმება იმ მთელი რიგ ასპექტებს, რომელსაც პროგრესის სახით ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩეხეთის მხრიდან ამას საჭირო და ადეკვატური მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან სოზარ სუბარი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად შალამბერიძე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირმა ზავრადაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველომ და ჩეხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1-ელ იანვარს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეები თანამშრომლობას ძირითადად ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში ავითარებენ.