ძიუდო: საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური პირველობის ვიცე-ჩემპიონია

© photo: Sputnik / Stringerლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
ევროპის პირველობის ფინალში ეროვნული გუნდი რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი გახდა
საქართველო ნაკრები, რომელიც მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, ევროპის პირველობის ფინალში რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
მეოთხედფინალში საქართველომ დამაჯერებლად დაამარცხა უნგრეთის ნაკრები, ნახევარფინალში კი უმძიმეს ბრძოლაში ანგარიშით 4:3 სძლია საფრანგეთის ნაკრებს. აღსანიშნავია, რომ სოფიო სომხიშვილის (+78 კგ) ტრავმის გამო საქართველომ შეხვედრა 0:1-დან დაიწყო, თუმცა ლაშა შავდათუაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა დამატებით დროში („ოქროს ქულით“) მოიგო და გუნდი ფინალში გაიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0