https://sputnik-georgia.com/20261108/shshm-pirebi-gazrdil-socialur-daxmarebas-miigeben-301601725.html
შშმ პირები გაზრდილ სოციალურ შემწეობას მიიღებენ
შშმ პირები გაზრდილ სოციალურ შემწეობას მიიღებენ
Sputnik საქართველო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება. 08.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-08T15:00+0400
2026-11-08T15:00+0400
2026-11-08T15:00+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24261/13/242611362_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_cb1c6affc8a54c0588a71aacef8ef6a2.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შშმ პირები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ შემწეობებს მიიღებენ, ნათქვამია საქართველოს ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტში.მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური შემწეობები 60 ლარით გაიზრდება, ხოლო დანარჩენი შშმ პირთათვის - 45 ლარით. ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შემწეობის მხოლოდ 20 ლარით გაზრდა იგეგმებოდა.მთავრობის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება.დღეისათვის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ფინანსური დახმარება 480 ლარს, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირთათვის – 235 ლარს შეადგენს.საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მეორე (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფი).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24261/13/242611362_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f4342427d8484af9c0988533d8c1a7fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
შშმ პირები გაზრდილ სოციალურ შემწეობას მიიღებენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შშმ პირები 2027 წლის 1-ელი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ შემწეობებს მიიღებენ, ნათქვამია საქართველოს ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტში.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური შემწეობები 60 ლარით გაიზრდება, ხოლო დანარჩენი შშმ პირთათვის - 45 ლარით. ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შემწეობის მხოლოდ 20 ლარით გაზრდა იგეგმებოდა.
მთავრობის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება.
დღეისათვის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ფინანსური დახმარება 480 ლარს, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირთათვის – 235 ლარს შეადგენს.
საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მეორე (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფი).