https://sputnik-georgia.com/20261108/saqartvelos-ragbis-nakrebma-kanada-daamarcxa-301600234.html
რაგბი: მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა
რაგბი: მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს ტონგასთან გამართავს. 08.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-08T11:39+0400
2026-11-08T11:39+0400
2026-11-08T11:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/16/297271313_0:88:2500:1494_1920x0_80_0_0_f22837db810e2ab887410bc54dcac953.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში კანადის გუნდი ანგარიშით 59:14 დაამარცხა. შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ოთხი ლელო დადეს, რასაც სტუმრებმა ორით უპასუხეს და შეხვედრის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ 24:14 მოიგეს.საქართველოს ნაკრებიდან ლელო დაჩი პაპუნაშვილმა, აკაკი ტაბუცაძემ, დავით ნინიაშვილმა და ლუკა ტაბატაძემ გაიტანეს - აღსანიშნავია, რომ ტაბატაძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო ლელოც მიითვალა.მეორე ტაიმის დასაწყისში კანადელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, თან 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა მათი კაპიტანი სინბინში გაუშვა.თამაშის დარჩენილი დროც საქართველოს ნაკრების უპირატესობით გაგრძელდა. „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ოთხი ლელო დადეს (გიგაშვილი, კახოიძე, ტაბუცაძე, კარკაძე) და მსოფლიო რაგბის ერთა თასის გათამაშებაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს „ავაჭალის“ სტადიონზე ტონგასთან გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/16/297271313_116:0:2339:1667_1920x0_80_0_0_431c95ce2c87d25396a5f666a531ec5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს ტონგასთან გამართავს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში კანადის გუნდი ანგარიშით 59:14 დაამარცხა.
შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.
პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ოთხი ლელო დადეს, რასაც სტუმრებმა ორით უპასუხეს და შეხვედრის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ 24:14 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებიდან ლელო დაჩი პაპუნაშვილმა, აკაკი ტაბუცაძემ, დავით ნინიაშვილმა და ლუკა ტაბატაძემ გაიტანეს - აღსანიშნავია, რომ ტაბატაძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო ლელოც მიითვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კანადელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, თან 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა მათი კაპიტანი სინბინში გაუშვა.
თამაშის დარჩენილი დროც საქართველოს ნაკრების უპირატესობით გაგრძელდა. „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ოთხი ლელო დადეს (გიგაშვილი, კახოიძე, ტაბუცაძე, კარკაძე) და მსოფლიო რაგბის ერთა თასის გათამაშებაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს „ავაჭალის“ სტადიონზე ტონგასთან გამართავს.