კალათბურთი: საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთების გაყიდვა 9 ნოემბერს დაიწყება

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩში სტუმრად პორტუგალია ანგარიშით 98:90 დაამარცხა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიას 29 ნოემბერს უმასპინძლებს.
შეხვედრა ქორქია-ჯორჯიკიას სახელობის არენაზე გაიმართება.
თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 9 ნოემბერს პლატფორმა biletebi.ge-ზე 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის I ჯგუფში მყარ პოზიციაზე იმყოფება. ნაკრებმა ბოლო მატჩში სტუმრად პორტუგალია ანგარიშით 98:90 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, რაც პირდაპირი გამსვლელი ზონაა მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ პოზიციის შესანარჩუნებლად კი 29 ნოემბერს დაგეგმილი პორტუგალიასთან მატჩი უმნიშვნელოვანესია.
ჯგუფში სულ 6 გუნდია და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
პორტუგალიასთან მატჩამდე სამი დღით ადრე, 26 ნოემბერს „ჯვაროსნები“ საბერძნეთთან სტუმრად ითამაშებენ.
ეროვნული ნაკრების დაგეგმილი შეხვედრები:
26 ნოემბერი, 2026
მონტენეგრო-ესპანეთი
პორტუგალია-უკრაინა
საბერძნეთი-საქართველო
29 ნოემბერი, 2026
ესპანეთი-საბერძნეთი
უკრაინა-მონტენეგრო
საქართველო-პორტუგალია
26 თებერვალი, 2027
პორტუგალია-ესპანეთი
საბერძნეთი-უკრაინა
მონტენეგრო-საქართველო
1 მარტი, 2027
ესპანეთი-მონტენეგრო
უკრაინა-პორტუგალია
საქართველო-საბერძნეთი.
ყველა ახალი ამბავი
0