ქადაგიშვილი: საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
9 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. მმართველი პარტიის სარჩელის მიზანია საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას პარტია „ფედერალისტები“ და „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 2026 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო.

„მმართველი პარტიის სარჩელი ემსახურება იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ნორმალური პოლიტიკური ველი ჩამოყალიბდეს. ჩვენ ელექტორალური მიზნით არ ვაკეთებთ ამას, ვაკეთებთ სწორედ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცოდეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპები წითელი ხაზია. აი, ეს არის ამოსავალი წერტილი," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიები წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას ეწეოდნენ, რის გამოც ახლა აუცილებელია, რომ ისინი არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ. სუბიექტებმა უარი თქვან საარჩევნო ბრძოლის ნაცვლად რევოლუციური სცენარებისა და ანტიკონსტიტუციური მეთოდების გამოყენებაზე, დასძინა დეპუტატმა.
9 ნოემბრიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება
პარტიებისადმი პრეტენზიები
სასამართლოზე მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარტიების წინააღმდეგ შემდეგი ბრალდებები წამოაყენა:
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ფედერალისტური პარტია“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ბრალდების ამ ნაწილში საქმე ეხება 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს.
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ — ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება საპროტესტო აქციებს, საარჩევნო ქმედებებსა და 2022 წლის შემდეგ კონფლიქტის განახლების მცდელობებს.
„გახარია – საქართველოსთვის“ — ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ბრალდებები ეხება პარტიების ქმედებებს არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებს, ასევე სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ბლოკ-პოსტს.
ამასთან, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიების მიმართ „ქართული ოცნების“ მთავარი პრეტენზია არის ის, რომ მათ საჯარო განცხადებებით დისტანცირება არ მოახდინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“.
რისთვის შეიძლება აიკრძალოს პოლიტიკური პარტია
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, თუ მისი მიზანია:
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
გარდა ამისა, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ან აღვივებს ეროვნულ, რეგიონულ, რელიგიურ თუ სოციალურ შუღლს.
ყველა ახალი ამბავი
0