პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით პრაღაში გაემგზავრა

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი კანონმდებელი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, ნათქვამია პალანენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი კანონმდებელი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან სოზარ სუბარი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად შალამბერიძე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირმა ზავრადაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე.
ყველა ახალი ამბავი
0