მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კრემლი: ევროპულ მხარესთან უსაფრთხოების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ გამართულა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousovკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
გასულ კვირას ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც აშშ-ის, ნატოს, რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. აშშ-მ ევროპის წარმომადგენლებთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება განიხილა, მაშინ როცა რუსეთს ევროკავშირთან ასეთი კონტაქტები არ ჰქონია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამერიკელებს მართლაც ჰქონდათ კონტაქტები (უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით) ევროპელებთან. ჩვენ ევროპელებთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ევროპელებთან ასეთ რთულ თემაზე არანაირი განხილვა არ ყოფილა“, - განუცხადა პესკოვმა სააგენტო Вести-ის კორესპონდენტ პაველ ზარუბინს.
კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროპელები ვერ ახერხებენ ამ საკითხზე რუსეთისგან მომლაპარაკებლის შერჩევას.
როგორც ადრე მოსკოვში აღნიშნეს, რუსეთთან დიალოგისთვის ევროპელების მხრიდან მზადყოფნა ჯერ არ შეიმჩნევა. რუსული მხარის განცხადებით, მათ ევროპელებისგან ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის თაობაზე კონკრეტული ინიციატივები ან წინადადებები არ მიუღიათ.
გასულ კვირას ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც აშშ-ის, ნატოს, რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კიევისთვის შესაძლო უსაფრთხოების გარანტიებსა და ევროპის ახალი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე. კონკრეტული გადაწყვეტილებები არ გამოცხადებულა.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტის სიძემ და სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ფარგლებში, ევროპაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირების თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში აშშ რუსეთის ჩართვას გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0