https://sputnik-georgia.com/20261107/xvica-kvaracxelia-ginesis-msoflio-rekordebis-wignsi-seiyvanes-301593210.html
ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
Sputnik საქართველო
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე საგოლე მოქმედებების ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა - მან გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა ზედიზედ... 07.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-07T15:10+0400
2026-11-07T15:10+0400
2026-11-07T15:55+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
გინესის რეკორდების წიგნი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1f/298931777_0:0:1536:864_1920x0_80_0_0_bebc189af8401a1a66a65c49a83746e6.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია და ფრანგული კლუბი "პარი სენ-ჟერმენი" (PSG) გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ. პარიზულ კლუბს 12 რეკორდი დაუფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველ ვარსკვლავსა და "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის. კერძოდ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე საგოლე მოქმედებების (გოლი + საგოლე გადაცემა) ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზედიზედ შვიდ მატჩში მოახერხა გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა. "პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გუნდმა ტურნირის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა – 2025 წელს "ინტერი" 5:0 დაამარცხა. პარიზელები ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტულის (14) მფლობელებიც არიან. ამასთან, მათ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 96 ქულა დააგროვეს. ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემის რეკორდი ვიტინიას ეკუთვნის – 1602. ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული კი მარკინიოსს აქვს მოპოვებული – 11. გარდა ამისა, გინესის რეკორდების წიგნში პარიზული კლუბის შემდეგი მიღწევებიც მოხვდა: ლიგა 1-ში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 36 მატჩი, ლიგა 1-ში გასვლით შეხვედრებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 39 მატჩი, ლიგა 1-ის ერთ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია – 14 მატჩი. ლიგა 1-ში ერთი ფეხბურთელის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – ფაბიან რუისი, 51 მატჩი. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. წელს ქართველმა ფორვარდმა "ოქროს ბურთის" რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა - მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე. "პსჟ"-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში 75 მლნ ევროდ შეიძინა. მისი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/1f/298931777_0:0:1536:1152_1920x0_80_0_0_671eb8b6c61e18afdad843e2294f418a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, გინესის რეკორდების წიგნი
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, გინესის რეკორდების წიგნი
ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
15:10 07.11.2026 (განახლებულია: 15:55 07.11.2026) ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე საგოლე მოქმედებების ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა - მან გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა ზედიზედ შვიდ მატჩში მოახერხა
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია და ფრანგული კლუბი "პარი სენ-ჟერმენი" (PSG) გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ.
პარიზულ კლუბს 12 რეკორდი დაუფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველ ვარსკვლავსა და "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის.
კერძოდ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე საგოლე მოქმედებების (გოლი + საგოლე გადაცემა) ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზედიზედ შვიდ მატჩში მოახერხა გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა.
"პარი სენ-ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გუნდმა ტურნირის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა – 2025 წელს "ინტერი" 5:0 დაამარცხა. პარიზელები ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტულის (14) მფლობელებიც არიან. ამასთან, მათ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 96 ქულა დააგროვეს.
ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემის რეკორდი ვიტინიას ეკუთვნის – 1602. ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული კი მარკინიოსს აქვს მოპოვებული – 11.
გარდა ამისა, გინესის რეკორდების წიგნში პარიზული კლუბის შემდეგი მიღწევებიც მოხვდა: ლიგა 1-ში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 36 მატჩი, ლიგა 1-ში გასვლით შეხვედრებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 39 მატჩი, ლიგა 1-ის ერთ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია – 14 მატჩი. ლიგა 1-ში ერთი ფეხბურთელის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – ფაბიან რუისი, 51 მატჩი.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
წელს ქართველმა ფორვარდმა "ოქროს ბურთის" რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა - მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.
"პსჟ"-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში 75 მლნ ევროდ შეიძინა. მისი კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა გათვლილი.