მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპი: რუსეთს და უკრაინას პირველად სურთ კონფლიქტის დარეგულირება

© AP Photo / Alex Brandonდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2026
გამოწერა
10–11 ნოემბერს, აბუ-დაბიში რუსეთს სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ, პირველად, კონფლიქტის მოგვარების ორმხრივი სურვილი გამოთქვეს. ამის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა.
„პირველად ხდება, რომ რუსეთსაც და უკრაინასაც კონფლიქტის მოგვარება სურთ. ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ. დღეს სატელეფონო საუბრები მაქვს, ხვალაც საუბრებია დაგეგმილი“, — განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპის თქმით, შაბათსა და კვირას მას არაერთი სატელეფონო საუბარი და შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რომლებიც უკრაინაში არსებულ ვითარებას ეხება. შეხვედრების ნაწილი ფლორიდაში გაიმართება.
„რუსეთსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მრავალ ადამიანთან გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები მარ-ა-ლაგოში“, — განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველისა და ბლოგერის, ბენი ჯონსონის კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კონფლიქტი შესაძლოა 14–15 დეკემბერს, მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტამდე დასრულდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადდება მასშტაბური სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინის კონფლიქტის ფარგლებს გასცდება და, შესაძლოა, მთელ ევროპას მოიცავდეს.
10–11 ნოემბერს, აბუ-დაბიში რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება. ამერიკის ლიდერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მონაწილეები გეგმავენ უსაფრთხოების გარანტიების, დეესკალაციის, ჰუმანიტარული საკითხებისა და მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმავალი შემდგომი ნაბიჯების განხილვას.
ყველა ახალი ამბავი
0