მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კრაკოვის ცენტრში სროლა იყო: არიან დაღუპულები და დაჭრილები

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია პოლონეთში
პოლიცია პოლონეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2026
გამოწერა
თავდამსხმელი დაკავებულია, ის დაჭრილია და გადაყვანილია საავადმყოფოში. დონალდ ტუსკმა მომხდარს ტერაქტი უწოდა
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 25 წლის მამაკაცმა ქალაქის ცენტრში გამვლელების მისამართით ცეცხლი გახსნა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 15 პირი - ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ქალაქის ტურისტულ ცენტრში (ბაზრის მოედანზე) სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ავტომობილის ფანჯრიდან AR-15 / HK416 ტიპის შაშხანიდან გამვლელების მისამართით ქაოტური სროლა დაიწყო. დაიღუპა ოთხი ქალი და ორი მამაკაცი. 15 დაჭრილიდან უმრავლესობა კრიტიკულ ან მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის ორი პოლიციელი. ერთი პოლიციელი უმძიმეს მდგომარეობაშია.
თავდამსხმელი დაჭრილია, ის დააკავეს და ბადრაგის თანხლებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ის პოლონეთის მოქალაქეა. პოლიციამ მის ავტომობილში იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩინა. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი მარტო მოქმედებდა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. ამჟამად დგინდება თავდამსხმელის ზუსტი მოტივები, უსაფრთხოების სამსახურები კი გამოძიებას აწარმოებენ.
ქალაქში 11 ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0