ქართული ბანკების მოგება ცხრა თვეში 20%-ით გაიზარდა – ვიდეო

გამოწერა
ქართული ბანკების მოგება იზრდება. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ის 20%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 900 მილიონ ლარს მიაღწია, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საბანკო სექტორის მოგების 90%-ზე მეტი მხოლოდ სამ ბანკზე მოდის. ლიდერობს „საქართველოს ბანკი“ - 1 მილიარდ 440 მილიონი ლარის მოგებით. მეორე ადგილზეა TBC ბანკი - 1 მილიარდ 60 მილიონი ლარით. მესამე ადგილს იკავებს BasisBank
110 მილიონი ლარიანი მოგებით.

საანგარიშო პერიოდი ცხრამეტი ბანკიდან ოთხმა ზარალით დაასრულა –
ესაა VTB, HashBank, Paysera Bank და Silk Bank.
ყველა ახალი ამბავი
0